სანტილიანა:"კრიშტიანომ საკუთარი ძალები უნდა ირწმუნოს"
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელის, სანტილიანას განცხადებით, "ნოუ კამპზე" შანსი არსებობს, მთავარი ფეხბურთელების განწყობა და მონდომება იქნება...
"კრიშტიანო რონალდუს მეტი თავდაჯერებულობა მართებს, მან საკუთარი ძალები უნდა ირწმუნოს. დედაქალაქელები "ნოუ კამპზე" ფავორიტის სტატუსით არ ითამაშებენ, მაგრამ მათ გამარჯვება შეუძლიათ. ვფიქრობ, ლუის ენრიკეს გუნდი ფორმის პიკშია, თანაც საშინაო არენაზე თამაშობს, ამიტომ მეტი შანსი აქვს, მაგრამ სწორად თამაშის შემთხვევაში ანჩელოტის კოლექტივს 3 ქულის მოპოვება შეეძლება."
"მერწმუნეთ, გულშემატკივარი ყოველთვის მართალია. გარკვეული ჯგუფები "ბერნაბეუზე" ამაზრზენად იქცევიან და კრიშტიანო რონალდუს მისამართით დიდ აგრესიას გამოხატავენ, მაგრამ "შვიდიანმა" სიდინჯე უნდა გამოიჩინოს, ის პროვოკაციას არ უნდა აყვეს და საკუთარი საქმე აკეთოს. საბოლოო ჯამში დაპირისპირება ყოველთვის ფეხბურთელებს აზარალებს, რაც მათ ფსიქოლოგიას არყევს, ეს ყველაფერი კი გუნდის ნეგატიურ თამაშზე აისახება."
"ამ სეზონში ვერაფერს განვსაზღვარავთ, რადგან თითოეულ მატჩში მოულოდნელობების კორიანტელია. ვფიქრობ, "ნოუ კამპზე" გამარჯვებული გუნდი ჩემპიონის ტიტულს ვერ გაინაღდებს, რადგან პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 10 ტურზე მეტია დარჩენილი, გუნდებს კი მძიმე პაექრობების გამართვა მოუწევთ. "რეალის" მოგების შემთხვევაში ენრიკეს გუნდი დიდ დარტყმას მიიღებს, რადგან საშინაო არენაზე წაგება ყოველთვის მეტად მტკივნეულია."
"ანჩელოტი ძალიან სერიოზული და პროფესიონალიზმით აღსავსე მწვრთნელი გახლავთ, მან იცის საკუთარი საქმე და მადრიდის "რეალისთვის" წარმატების მოტანა შეუძლია. მოთამაშეები იტალიელ სპეციალისტს პატივს სცემენ, ეს ყველაფერი გარედან კარგად სჩანს. რა ხდება გასახდელში? მერწმუნეთ, ამაზე ვერავინ ისაუბრებს."
"კასილიასი "რეალისთვის" ყველაფერია. არ შეიძლება მისი კრიტიკა, რადგან იკერი ლეგენდაა. კაპიტანს "ბერნაბეუს" მხარდაჭერა სჭირდება. ცხოვრებაში ყველას აქვს მძიმე პერიოდი, რომლის აღმოფხვრა შეიძლება."
- 19 მარტი 2015
- 2 227
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.