პელეგრინი: "თვენახევრის წინ "ბლანკოსი" საუკეთესო იყო"
"მანჩესტერ სიტის" ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ, ჩ/ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "რეალისა" და "ბარსელონას" ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.
"გუნდის ამჟამინდელი და გასული თვის მდგომარეობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. თვენახევრის წინ "რეალი" საუკეთესო იყო მსოფლიოში, ხოლო "ბარსელონაში" კი კრიზისი სუფევდა".
"დღევანდელი სურათით ყველაფერი შეიცვალა. ახლა მხოლოდ კატალონიელები დომინირებენ და საუკეთესო ბურთაობით ისინი გამოირჩევიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ "ელ კლასიკოა," სადაც მცირე დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება".
AS
- 19 მარტი 2015
- 2 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.