კოულმენი:"ბეილი ზრდასრული ადამიანია და იცის რა სჭირდება"
"უელსის" ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კრის კოულმენის განცხადებით, ბეილის ირგვლის ატეხილი აჟიოტაჟი სულ მალე ჩაწყნარდება...
"ბეილი ზრდასრული ადამიანია და მან იცის რა სჭირდება. ვფიქრობ, გადამეტებელი კრიტიკა ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე ცუდად მოქმედებს, თუმცა როდესაც შეგირდი ფორმაში არ არის, მას აუცილებლად უნდა მოუხმო გონს მოგებისკენ."
"ესპანეთის დედაქალაქში ძალიან დიდი მოთხოვნებია, სწორედ ამიტომ დაატყდა თავს ბეილს კრიტიკის "ქარ-ცეცხლი", მაგრამ ლა ლიგის ბოლო ტურში შესრულებული დუბლი ყველაფრის პასუხი იყო."
"ეჭვი არ მეპარება, მომდევნო მატჩებში მადრიდელი შემტევი გაცილებით სოლიდურად ითამაშებს და ყველას დაუმტკიცებს საკუთარ კლასს."
"ჩვენი ნაკრებისთვის ბეილი შეუცვლელი ფიგურაა. არაერთ მაღალი დონის ფეხბურთელთან მითამაშია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბეილი საკუთარი შესაძლელობების განსაკთრებული ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს ვუწოდებ. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ უმაღლესი მწვერვალები დაიპყროს."
- 18 მარტი 2015
- 1 776
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.