"მანჩესტერი" თანახმაა, ოღონდ ერთი პირობით...
მანჩესტერ "იუნაიტედმა" გადაწყვეტილება მიიღო.
"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზად არის მადრიდის "რეალთან" სარფიანი გარიგება განახორციელოს. მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი დიდი ხანია დავიდ დე ხეათი ინტერესდება და აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ბრიტანულ გრანდთან.
"იუნაიტედის" წარმომადგენლებმა ფლორენტინო პერესს განუცხადეს, რომ მზად არიან ესპანელი კიპერი დათმონ, იმ შემთხვევაში, თუ ლუის ვან გაალის გუნდს დე ხეას სანაცვლოდ გარეთ ბეილი შეუერთდება. მადრიდელთან პრეზიდენტი დიდ საფიქრალშია, რადგან ბოლო პერიოდში უელსელი ვარსკვლავი ძალიან მძიმედ გამოიყურება და თუ იგი სასურველ კონდიციებს ვერ აღიდგენს, შემდეგი სეზონის ჩატარება მას პრემიერ ლიგაში მოუწევს.
Goal.com
- 18 მარტი 2015
- 6 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.