კრისტიანო რონალდო: 2010 წელს მინდა ყველა ადამიანის გული დავიპყრო
კრისტიანო რონალდოს გადასვლა მადრიდის "რეალში" იყო გასული წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა.ყველაზე ცნობილმა,ყველაზე მაღალანაზღაურებადმა და ყველაზე ძვირფასმა ფეხბურთელმა გადაწყვეტია "მანიუდან" გადასულიყო საუკუნის კლუბში,მადრიდის "რეალში"
პორტუგალიელის გადასვლის ეპოპეა გრძელდებოდა ორი წელი.მადრიდულმა კლუბმა პრეზიდენტის გამოცვლაც კი მოასწრო ამ დროში და სეზონის დასაწყისში კრისტიანომ მოირგო კლუბის თეთრი მაისური.კლუბი მისგან ეხლა ქმნის ახალ იდეალს,მისი სტატიები იბეჭდება ყველა გაზეთში,შუქდება ინტერვიუები და ასე შემდეგ.ასე რომ კლუბს არა მარტო იმ 100 მილიონის დაბრუნება სურს,არამედ კიდევ დიდი ფულის კეთება ამ ფეხბურთელის ხარჯზე.2009 წლის მიწურულს და 2010 დასაწყისში ესპანურმა პრესამ გადაწყვიტა წლის ადამიანისგან ინტერვიუ აეღო.
4 ივლისს,როდესაც ჩვენ შენგან ავიღეთ ინტერვიუ ლისაბონში,შენ ჯერ კიდევ არ იცოდი ამ კლუბის შესახებ.ეხლა კი თქვენ უკვე შეგიძლიათ,ბევრი რამ თქვათ "რეალის" შესახებ.მოლოდინი გამართლდა?აქაურობია ისეთია,როგორიც ელოდით?თუ ამ ყველაფერმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა?
მე არ მოველოდი თუ "რეალს" ამდენი გულშემატკივარი ჰყავდა.მე ვთამაშობდი "მანჩესტერ იუნაიტედში" თუმცა იგი სამეფო კლუბს ვერ შეედრება.მაგალითად როდესაც ჩვენ მოედანზე გვაქვს თამაში,მატჩის წინ სტადიონის გარშემო უამრავი ადამიანი იკრიბება,რათა დაინახოს ჩვენი ავტობუსი,ეს წარმოუდგენელია,მე არ მეგონა თუ ეს რეალობა იყო.რაც შეეხება კლუბს,იგი ძალიან ჰგავს "მანჩესტერს",რადგან მას ყოველთვის სურს გამარჯვება.მე ეს მომწონს.ეს ფეხბურთელებსაც მოტივაციას აძლევს,რა თქმა უნდა ისენი გრძნობენ რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ,რომელიც იძულებულს გხდის ითამაშო უმაღლეს დონეზე.აქ კიდევ ბევრი ნიუანსია,რომლებიც ჩემთვის ზოგი უკეთესობისკენ შეიცვალა,ზოგი კი უარესობისკენ,თუმცა საერთო ჯამში კლუბი მე მხიბლავს.
თქვენ თქვით,რომ არასდროს დაგავიწყდებოდათ თქვენი პრეზენტაცია კლუბში,თქვენ ისევ იხსენებთ იმ დღეს,თუ უკვე მიეჩვიეთ?
რა თქმა უნდა მახსოვს!ეს დაუვიწყარია,მე არ ვიყავი მზად ესეთი გრანდიოზული ღონისძიებისთვის.მთელი სტადიონი,ეს ხალხი შეიკრიბა ჩემს სანახავად.ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.და მე ეხლა მსურს ამ ხალხს მადლობა გადაუხადო,ჩემი კარგი გამოსვლით კლუბში.ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე,ამაში ეჭვი არ მეპარება.
მადრიდის "რეალის" ფანები მსოფლიოში საუკეთესონი არიან?
ისინი შესანიშნავი გულშემატკივრები არიან.გაგიმხელთ ერთ დეტალს,"რეალს" არ ჰყავს ცუდი გულშემატკივარი,თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ვთამაშობთ ჩვენ.თუ კლუბი თამაშობს კარგად,გულშემატკივრები უფრო მხურვალედ გვქომაგობენ,თუ ცუდად ვთამაშობთ ჩვენ ვგრძნობთ მათგან კარგი ფეხბურთის მოთხოვნას.
მოკლედ რომ ვთქვათ,მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები ყველაზე მომთხოვნი არიან მსოფლიოში.
დიახ ისინი მომთხოვნი არიან.ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას,შედეგზე,ლამაზ თამაშზე,მაგრამ ზოგჯერ ამის ჩვენება შეუძლებელია.ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვითამაშოთ ლამაზად,მაგრამ ვფიქრობ ზოგჯერ კლუბი ამას ვერ ახერხებს და ამ დროს გულშემატკივრებმა უფრო უნდა დაგვიჭირონ მხარი.ჩვენ ვეცდებით თამაშის გაუმჯობესებას."მანჩესტერის" გულშემატკივრები მაგალითად "ლივერპულთან" და "სიტისთან" თამაშის დროს აიძულებდნენ მოწინააღმდეგეს თავი დისკომფორტში ეგრძნო და მე ვფიქრობ რომ თუ ამას მადრიდული პუბლიკაც გააკეთებს,ჩვენ თამაში უფრო გაგვიოლდება.ეს ჩვენ უდიდეს სტიმულს მოგვანიჭებდა.
რომელი მომენტი მიგაჩნიათ საუკეთესოდ თქვენთვის მადრიდის "რეალში" 2009 წელს?
ძნელია ამის თქმა,განსაკუთრებული მომენტები ყოველთვის არის.მე ყოველთვის მინდოდა მადრიდის "რეალში" თამაში.ეს კლუბი ჩემთან მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა და მე უნდა გადმოვსულიყავი ამ კლუბში იმიტომ რომ იგი მე ძალიან მიზიდავდა.როდესაც მე ვიცმევ თეთრ მაისურს,მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და ვცდილობ ვითამაშო კარგად.ასე რომ ალბათ საუკეთესო მომენტი მაშინ იყო როცა,მე პირველ მატჩებს ვატარებდი კლუბში,ან როდესაც პირველი გოლი გავიტანე.ეს იყო უბედნიერესი წუთები ჩემს ცხოვრებაში.გამოხვიდე სანტიაგო ბერნაბეუზე,ითამაშო კარგად,გაიტანო გოლები და გაახარო გულშემატკივარი ეს ჩემთვის მთავარია.
როგორ გრძნობთ თავს თავდამსხმელის ამპლუაში?თქვენ თავდასხმაში თამაში გირჩევნიათ,ფლანგზე თამაშს?
დიახ.მე მომწონს თავდამსხმაში თამაში.მე შემიძლია ბევრი ვიმოძრაო და შევიცვალო პოზიცია,რადგან მწვრთნელი ამის უფლებას მაძლევს.ზუსტად ესეთი სტილი მიზიდავს მე.
და თქვენ გსურთ ამ პოზიციაზე მომავალში თამაში?
დიახ.სურვილი დიდია.მე მომწონს იქ თამაში.
სხვათაშორის,მწვრთნელის განცხადებით იგი ზუსტად ამ პოზიციაზე გათამაშებთ მომავალშიც.
მართლა?მშვენიერია.მე გახარებული ვარ,მართლა მომწონს თავდამსხმლის პოზიციაზე თამაში.მე შემიძლია,მარჯვნივ და მარცხნივ გადაადგილება.მე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ პოზიციაზე და ვთამაშობ საკმაოდ შედეგიანად,თუმცა მე იქ ვითამაშებ სადაც მეტყვიან.
სხვათაშორის,მანჩესტერში თქვენ ესეთ პოზიციაზე თამაშით 42 გოლი გაიტანეთ ხომ?
დიახ.მართალი ბრძანდებით.ის პოზიცია ძალიან ჰგავს ამჟამინდელს.
თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით ამ ოთხი თვის განმავლობაში?
იმ გარემობების მიხედვით რომელშიც მე მიწევდა თამაში,კი.კმაყოფილი ვარ.მაგრამ მე მინდა უფრო და უფრო მოუმატო.მე ვიცი რომ ვითამაშებ უკეთ.მე დაუმტკიცებ ხალხს რომ შემიძლია მომატება.მე მინდა ყველა ადამიანის და ყველა მადრიდის "რეალის" გულშემატკივარს.
აგვიხსენით,რა შეიცვალა "ბარსელონასთან" მატჩის შემდგომ?თითქოს იმ მატჩის შემდეგ,გუნდი მთლიანად შეიცვალა.
ჩვენ ბევრი რამით შევიცვალეთ.როდესაც კლუბში შვიდი ახალი ფეხბურთელია,მაშინ იქ თამაში ძალიან ძნელია.თანდათანობით უმჯობესდება ჩვენი ტაქტიკური სქემა.მწვრთნელი კი გვიმტკიცებს,რომ იგი ძალიან ჭკვიანი ადამიანია.ისეთი ფეხბურთელებით,რომლებიც ჩვენ გვყავს,შეუძლებელია ვერ ვითამაშოთ ის თამაში,რომელსაც მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია მიჩვეული.ჩვენ ეხლა ვსწავლობთ სხვანაირად თამაშს,ვფიქრობ რომ მწვრთნელმა მოძებნა გასაღები იმისა რომ ჩვენ ვაჩვენოთ უკეთესი შედეგი.
სეზონის დასაწყისის მიხედვით,ოქროს ბურთის პრეტენდენტები შემდეგ წელს კვლავ კრისტიანო რონალდო და ლეონელ მესი იქნებიან.
გეტყვით სიმართლეს,მე არ ვფიქრობ ამაზე.თუ მე მოვიგებ ტიტულს მადრიდის "რეალისთვის" ეს იქნება ჩემთვის უმთავრესი,არ აქ მნიშვნელობა ამას ვიზამ მე,იგუანი,ბენზემა თუ ვინმე სხვა.მთავარი მიზანი გუნდის არის ტიტულების მოგება.
თქვენ ეთანხმებით იმას რომ მადრიდის "რეალი" უკეთ თამაშობს კაკას გარეშე?
"რეალის" შესახებ,ბევრი გამოთქვამს თავის აზრს და ყველა აზრს პატივი უნდა ვცეთ.ჩემი აზრით კაკა არის ფენომენი,როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი.ვიმედოვნებ რომ იგი მალე გამოჯამრთელდება.როდესაც ფეხბურთელს აქვს,რაიმე პრობლემა იგი ვერაფრით ახერხებს თავი კომფორტულად იგრძნოს.კაკასნაირ ფეხბურთელში ეჭვის შეტანა არამართებულად მიმაჩნია.კაკა კლუბისთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.
თქვენ გსურთ,რომ მან თქვენთან ერთად ითამაშოს?
რა თქმა უნდა!გეტყვით იმასაც რომ მე ასევე მსიამოვნებს იგუანის,ბენზემას,ვან დერ ვაარტის და სხვა დანარჩენთან თამაში მაგრამ კაკა ფენომენია.
ხორხე ვალდანო ამტკიცებს,რომ თქვენი ოპტიმიზმი მთელ გუნდს ედება.
საქმე მარტო ამაში არ არის.ის ხალხი,რომელიც არასდროს არ ირიცხებოდა ჩვენს გუნდში და არ ყოფილა ჩვენს გასახდელში,არ იციან თუ რა სასიამოვნო ატმოსფერო ტრიალებს იქ.მე უფრო სხვანაირად მეგონა,თუმცა მე თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში.იმ ოთხი თვის განმავლობაში,რაც მე აქ ვთამაშობ,ისეთი შეგრძნება დამეუფლა,რომ მე უკვე აქ 2-3 წლის გადმოსული ვარ.
თქვენ ყურამდეც მოვიდა,რომ რაული კლუბის ფეხბურთელებს მართავს?
რაული ჩემთვის სამაგალითოა.იგი თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი ადამიანია.როგორც მან,ასევე გუტიმ და კასილასმა მე თბილად მიმიღეს.მე მათ ვთვლი საუკეთესოდ კლუბში.
თქვენ უკვე იყვირეთ გასახდელში?როდესაც "მანჩესტერს" ცუდად მისდიოდა თამაში,თქვენ შესვენებაზე გასახდელში ყვიროდით.
ჩემი საქციელები,ემოციებიდან გამოიხატება.მაგალითად ბოლო ვარჯიშზე კლუბისა,მე ინსტიქტურად დავიწყე ყვირილი.მე მიყვარს გამარჯვება,მიყვარს ბრძოლა,მე გამაჩნია ამბიციები და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებსაც უნდა გააჩნდეთ ეს ამბიციები.მხოლოდ ესე შევძლებთ წარმატების მიღწევას.კლუბში ამბიციები ბევრს აქვს და ჩვენ ამას დავამტკიცებთ.
თქვენ უკვე გამოჯამრთელდით სრულებითად?სიმართლე თქვით თქვენ ელოდით რომ ეს პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა?გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ?
გულშემატკივრები მშვიდად ვერ იქნებიან რადგან ეს ფეხბურთია და აქ ტრამვები ხშირია.შეხედეთ პეპეს სიტუაციას,იგი მშვენიერ ფორმაში იმყოფება და ტრამვა მიიღო.ექიმები და ფიზიოთერაპია მე ძალიან დამეხმარა.ისენი პროფესიონალი ადამიანები არიან.
ვის გულისხმობთ კონკრეტულად?პედრო ჩუეკოს?
დიახ პედროს და პროფესორ კარლოდ დიაზს.მე არ მინდა ვთქვა რომ "მანჩესტერს" და ნაკრებს ნაკლები პროფესიონალები ჰყავთ,მაგრამ აქ ექიმები ფეხბურთელებს სხვანაირად ექცევიან.მე ძალიან მომწონს,როგორ მუშაობენ ესენი.მე დარწმუნებული ვარ,რომ არა ისენი ჯერ კიდევ ვერ შევძლებდი თამაშს.მე დღითი დღე უკეთ ვგრძნობ თავს.
იყო მომენტები მკურნალობის დროს,როდესაც თქვენ იგრძენით იმედგაცრუება?თქვენ თითქოს კარგ ფორმაში შეხვედით და უცბად ტრამვა...
არა სიმართლე გითხრათ მე თავს ცუდად არ ვგრძნობდი.მე როდესაც ტრამვა მივიღე ნაკრებში,მე უბრალოდ თამაშის სურვილი მქონდა,თუმცა ეს შეუძლებელი იყო.საჭირო იყო აღდგენითი ვარჯიშები,რომ მე მეთამაშა კვლავ მაღალ დონეზე.
თქვენ აცნობიერებდით იმას,რომ კრისტიანოს გარეშე კლუბი სულ სხვა,უსახურ თამაშს თამაშობდა.თქვენ სულმოუთმენლად ელოდებით დაბრუნებას?
რა თქმა უნდა,მე თამაში მინდოდა,რადგან მე თავიდან კარგად დავიწყე.გავიტანე გოლები.მე თავს მშვენივრად ვგრძნობდი.ამიტომაც სიმართლე გითხრათ ტრამვის მიღების შემდეგ ძალიან გავბრაზდი.ეს ჯერ-ჯერობით ყველაზე ცუდი მომენტი იყო ჩემთვის მადრიდის "რეალში".თუმცა მე ყოველთვის მქონდა იმის იმედი,რომ მე დავბრუნდები მოედანზე და მე დარწმუნებული ვარ,რომ საუკეთესო სეზონს ჩავატარებ.
თქვენ ხვდებით,რომ კლუბი დამოკიდებულია ერთ ფეხბურთელზე?
არა."რეალი" არასდროს არის დამოკიდებული,კონკრეტულ ფეხბურთელზე.
მაგრამ სტატისტიკას ვერ გაექცევი.
მე მოხარული ვარ ამით,თუმცა ვფიქრობ მადრიდის "რეალის" ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია გუნდისთვის.ზოგიერთ მატჩში ჩვენ გამოვიყურებოდით შესანიშნავად,გაგვქონდა გოლები,რაც ძალიან კარგია.ახალი შენაძენების გამო ჩვენ ეხლა სულ სხვა გუნდი ვართ,ვიდრე გასულ სეზონში.ჩვენ ახალი სტილი გვაქვს თამაშის.ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესირებას,თან ჩვენ კაკა გვაკლია,რომელიც ძალიან გაგვაძლიერებს.
თქვენ შეამჩნიეთ,რომ ტრამვის შემდგომ თქვენ წინააღმდეგ მოწინააღმდეგეები უფრო ფრთხილად გეთამაშებიან?
არა.მე მოედანზე გამოვდივარ ყოველგვარი შიშის გარეშე.მე ვფიქრობ,რომ არცერთი ფეხბურთელი არ ფიქრობს,მოწინააღმდეგეს ზიანი მიაყენოს.99% ფეხბურთელების ესე იქცევა.
მაგრამ ესპანეთში,მცველები უფრო უხეშები არიან ვიდრე პრემიერ-ლიგაში?
განსხვავება მცირეა.მაგრამ მე ვფიქრობ აქ უფრო უფრთხილდებიან ფეხბურთელებს,რომლებიც ლამაზად თამაშობენ.ინგლისში ეს არ იყო.აქ უფრო მეტს უსტვენენ თამაშის დარღვევაზე.შეიძლება ეს ცუდია ლამაზი ფეხბურთისთვის,ინგლიში ესეთ დარღვევებზე ჯარიმას არ დებენ.
რა შეგიძლიათ გვითხრათ,ფლორტინო პერესზე?რამ გაგაოცათ მასში ყველაზე ძალიან?სხვათაშორის,მისი თქმით რა თანხაც კლუბმა თქვენში გაიღო,ის კიდევ ცოტაა.
რა თქმა უნდა.პრეზიდენტი ძალიან კარგი და ჭკვიანი ადამიანია.როდესაც მე იგი გავიცანი,თავიდანვე მომეწონა მისი ურთიერთობის სტილი.რასაც ის აკეთებს "რეალისთვის" ეს ფასდაუდებელია.
და ეს ყველაფერი თქვენ წნეხის ქვეშ არ გაყენებთ?
არა,როგორ გეკადრებათ.მე მიყვარს როცა ფეხბურთს ვთამაშობ და მიყვარს როცა ხალხს ჩემი სჯერა.ეს ჩემთვის მოტივირებაა და არა წნეხი.
ეს წნეხი იმისგან დიდად განსხავავდება,რასაც თქვენ განიცდიდით ინგლიში თამაშის დროს?
კი ძალიან განსხვავდება.აქ დიდი ყურადღება ექცევა გაზეთებს.ამის გამო აქ,ფეხბურთელები უფრო მეტ ზეწოლას გრძნობენ,თუმცა ეს ნორმალურია ფეხბურთისთვის,ერთის მხრივ ეს კარგიც არის და ცუდიც.მნიშვნელოვანია ისიც,რომ როცა აქ იმარჯვებ,შენ ხშირად გახსენებენ.ჩვენ ფეხბურთელები უნდა შევეგუოთ სისტემატურ პრესინგში ყოფნას.
ეს პრესინგი ყველაზე ძალიან თქვენ გეხებათ,როდესაც თქვენ ტრამვირებული იყავით,გაზეთები მაინც თქვენი ფოტოებით იყო აჭრელებული.
კარგია როცა,ადამიანები შენზე ზრუნავენ.როდესაც მე ტრამვირებული ვიყავი,გულშემატკივრები მხარში მედგნენ.ერთის მხრივს,ეს კარგია,მეორეს მხრივ არა.მე მაგალითად ამას შეჩვეული ვარ.
თქვენ გაოცებთ ის ზეწოლა რაც აქ მწვრთნელზე მიდის?შეადარეთ აქაურობა ფერგიუსონზე ზეწოლას ინგლისში.
მე ვფიქრობ,პელეგრინის კრიტიკა არც თუ ისე მართებული იყო.ის კარგად იცნობს ადგილობრივ ფეხბურთს.იგი 5 წელი მართავდა "ვილიარეალს".ეხლა იგი დემონსტრირებას აკეთებს,იმისა რომ იგი ძალიან ჭკვიანი ადამიანია.
ფერგიუსონი და პელეგრინი რაიმეთი გვანან ერთმანეთს?
ისინი განსხვავდებიან.ფერგიუსონს ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს.მან ფეხბურთში თითქმის ყველაფერი მოიგო.როგორც ადამიანი ის უბრალოდ ფენომენალურია.იგი ფეხბურთით ცხოვრობს!თითქოს,მან ერთი წელია რაც მუშაობა დაიწყო.იგი გენიალური ადამიანია,მე არ შემხვედრია მისი მსგავსი.რაც შეეხება პელეგრინის,მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.იგი ფეხბურთელებთან ხუმრობს,ყოველთვის მოტივირებულია ვარჯიშზე,მისი იდეები ყოველთვის გასაგებია.დარწმუნებული ვარ ის დაეხმარება "რეალს" ტიტულების მოპოვებაში.
როდესაც თქვენ კონტრაქტს აფორმებდით სამეფო კლუბთან,ბევრმა თქვა რომ თქვენ ყოველთვის იქნებოდით სხვადასხვა ღამის კლუბების სტუმარი,თუმცა რაც კლუბში მოხვედით,ესეთი რამ პაპარაცებს არ დაუფიქსირებიათ,რომლებიც მუდამ გითვალთვალებენ.
სიმართლე გითხრათ,მე თითქმის არავინ მიცნობს.ხალხი ვერ ანსხვავებს,მუშაობის და დასვენების მომენტებს.მე ჩემი კარიერის ისტორიაში,არასდროს გავხვეულვარ სკანდალში.მე მიყვარს,სიამოვნების მიღება,თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს.როდესაც არდადეგები მაქვს,მე სრული პროგრამით ვერთობი და ვისვენებ,ჩემს მეგობრებთან ერთად.მაგრამ როდესაც მე ვმუშაობ,არავის აქვს უფლება ცილი დამწამოს ესეთ რამეზე.მე ვცდილობ ვიყო,გაწონასწორებული სპორტსმენი და ეს გამოიხატება ჩემი თამაშით მოედანზე.ადამიანი რომელიც ყოველ კვირას დადის კლუბებში,ამდენს ნამდვილად ვერ მიაღწევდა.მე ვცდილობ ეს დავამტკიცო თამაშებზე,ჩემი სისწრაფით და კარგი თამაშით.
ეს პროფესიონალიზმი და ეს ამბიციები თქვენ მიგიყვანთ იქამდე რომ გახდეთ საუკეთესო ფეხბურთელი ისტორაში?
მე მაქვს ამბიცია,გავხდე საუკეთესო.ღმერთის წყალობით,მე უკვე მოვიგე ტიტული,გავხდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.მაგრამ მე ვიმედოვნებ,რომ ამ ჯილდოს კიდევ მოვიგებ.მე მოვიგებ ამ ტიტულს,მე ვთამაშობს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში,მე ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ და მე მაქვს პრეტენზია გავხდეთ მსოფლიოში საუკეთესოები და მოვიგოთ ყველა ტიტული.
- 1 იანვარი 2010
- 2 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.