ანჩელოტი ტაქტიკის შეცვლას გამორიცხავს
სამეფო კლუბის ბოლოდროინდელ წარუმატებელ ასპარეზობას, ანჩელოტის მოქმედი ტაქტიკის არაეფექტურობას აწერენ.
მოახლოვებული „ელ კლასიკოს“ წინ, მადრიდის „რეალის“ ქომაგები იმედოვნებენ, რომ იტალიელი დამრიგებელი შეცვლილი სათამაშო სისტემით გაიყვანს გუნდს „ნოუ კამპზე,“ თუმცა როგორც კარლიტო აცხადებს, ის „არ აპირებს კურსიდან გადახვევას.“შესაბამისად, „ბარსელონას“ კარის აღებასა და ლიდერობის დაბრუნებას, 4-3-3 წყობით ეცდებიან მადრიდელები.
ანჩელოტი თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს კარის უსაფრთხოებას, ხოლო სასტარტო შემადგენლობის დანარჩენი 10 წევრის გვარი უკვე ჩამოწერილი აქვს: რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბეილი, რონალდუ და ბენზემა.
საინტერესოა, რომ არსებობის მანძილზე, BBC-იმ მხოლოდ ერთხელ შეუტია კატალონიელებს და მაშინ, მასპინძლები 3-4 დამარცხდნენ.
AS
- 18 მარტი 2015
- 3 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.