გრანერო:"სამეფო კლუბში უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ წასვლა ვამჯობინე"
"ელ პირატი", ნამდვილი მადრიდისტა, რომელიც აღმზრდელ კლუბზე ყოველთვის თბილად საუბრობს კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს...
"სამეფო კლუბში გატარებული წლები ყოველთვის დიდ ნოსტალგიას მგვრის. მე იქ უბედნიერესი ვიყავი და ვცდილობდი გუნდისთვის სარგებელი მომეტანა."
"კლუბის დატოვებას არ ვნანობ. ეს გადაწყვეტილება თამაშის წყურვილის გამო მივიღე. მანუელ პელეგრინის დროს "ბლანკოსის" სასტარტოში ხშირად ვხვდებოდი, ჟოზე მოურინიოს ეპოქაში კი ჩემი საქმე უკან წავიდა, ამიტომ აბარგება გადაწყვიტე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყოველკვიური თამაში და რეჟიმში ყოფნა, რასაც "მერენგების" რიგებში ვერ ვახერხებდი."
"დედაქალაქური კლუბი ყოველთვის კარგად გამახსენდება. ახლა მოუთმენლად ველი 22 მარტს. აუცილებლად ჩავიცვამ თეთრ მაისურს და ვუგულშემატკივრებ მსოფლიოს საუკეთესო კოლექტივს."
- 17 მარტი 2015
- 1 830
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.