გარაის პრეს-კონფერენცია
ეზეკილ გარაიმ ჟურნალისტებთან 2010 წლის სურვილებზე ისაუბრა.
- რას ისურვებდით 2010 წელს?
პირველ რიგში ჩემი ოჯახის ბედნიერად და ჯანმრთელად ყოფნას ვისურვებდი. ასევე ძალიან მინდა, რომ პეპე მალე გამოჯანმრთელდეს და 2010 წლის პირველი მატჩი დამაჯერებლად მოვიგოთ.
- როგორ ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში, მოახერხებს მადრიდის "რეალი" გამარჯვების მოპოვებას?
ჩვენ ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საფეხური გადავლახეთ და წინ კიდევ ბევრი სირთულეები გველის.
- რა აზრის ხართ იმაზე, რომ გუნდს სჭირდება ცენტრალური მცველი?
ეს კლუბის ხემძღვენელობის გადასაწყვეტია, თუმცა მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენ, მცველებმა უნდა დავუმტკიცოთ მწვრთნელს, რომ პეპეს არყოფნაში გუნდის დახმარება შეგვიძლია.
- ხორხე ვალდანომ ან მიგელ პარდესამ ამასთან დაკავშირებით რამე თქვეს?
არა. მათ მხოლოდ გვითხრეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთ რეჟიმში მუშაობა, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. დღეს-დღეისობით გუნდის მთავარი საზრუნავი პამპლონაზე გამარჯვებაა.
სტატიის ავტორი: EL Gio
- 1 იანვარი 2010
- 2 176
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.