ბუტრაგენიო:"ყველამ დიდი მუხტი მიიღო"
ემილიო ბუტრაგენიო "ლევანტეს" დამარცხებით კმაყოფილი სჩანდა...
"დღევანდელი საღამო მადრიდის "რეალისთვის" შესანიშნავი გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვიტ ბენაკორტეს ოჯახზე. როგორც "ბლანკოსმა", ასევე მისმა ყველა მეგობარმა და ოჯახის წევრმა შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი დაკარგა."
"პირველი ნახევარი საათი ინტენსივობის პიკში ვიყავით. ფეხბურთელები შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ და საკმაოდ ნაყოფიერად ირჯებოდნენ წინა ხაზში. მოდრიჩის და რამოსის დაბრუნებამ შედეგი გამოიღო, მათ გარეშე გუნდი წარმოუდგენელია."
"ბეილს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. როგორც სჩანს, უელსელი გონს მოეგო და დუბლი შემოგვთავაზა, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო."
"კარიმ ბენზემას შესანიშნავი გოლის გატანა შეეძლო. სამწუხაროდ, ბურთი არ გავიდა კარში, მაგრამ გულშემატკივარმა შექმნილი მომენტით დიდი სიამოვნება მიიღო."
"შეკრებილმა გულშემატკივარმა თვალწარმტაცი შოუ იხილა. ბევრი კრიტიკა მივიღეთ, შეცდომები გავაანალიზეთ და საკმაოდ სოლიდურად დამარცხეთ ვალენსიელები. ახლა ყველას გაერთიანება სჭირდება, რადგან სეზონის დასკვნით ფაზაში შევდივართ."
"კეილორმა კარგად ითამაშა, თუმცა მას ბევრი საქმე არ ჰქონია, ვინაიდან გუნდის შეტევითი პოტენციალი მოწოდების სიმაღლეზე იყო."
"კატალონიელთა დამარცხება "ნოუ კამპზე" შეგვიძლია. წინა წლებში არაერთხელ მოვახერხეთ "ბლაუგრანელთა" მათსავე მოედანზე დამარცხება. იმედი მაქვს, 3 ქულას მოვიპოვებთ და ლა ლიგის ცხრილს კვლავაც სათავეში ჩავუდგებით."
"მე ვერ ვწყვეთ ვინ ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში. BBC-ს ხელშეუხებულობა? ეს მხოლოდ კარლოს გადასაწყვეტია."
"პრიმერას მფლობელის ვინაობა "ნოუ კამპზე" ნამდვილად ვერ გადაწყდება, მაგრამ მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონის დასრულებამდე 10-ზე მეტი ტურია დარჩენილი, ამიტომ დიდი მობილიზება გვმართებს. მეტოქეები საკმაოდ სოლიდურ ძალას წარმოადგენენ. თუ კატალონიაში გავიმარჯვებთ, დიდ ფსიქლოგიურ მუხტს მივიღებთ, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგვყვება."
- 16 მარტი 2015
- 3 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.