ისკო - ყველაზე მშრომელი ფეხბურთელი
მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, ისკო ყველაზე მშრომელი მოთამაშეა.
კარლო ანჩელოტის შეგირდებს შორის ყველაზე მეტად მიმდინარე სეზონში ისკოს გამორჩევა შეიძლება. მის მაგიურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ესპანელი ტალანტი თითქმის ყოველ მატჩში საუკეთესოს წოდებას იმსახურებს.
უკანასკნელ სამ შეხვედრაში ისკომ გააკეთა 201 პასი, საშუალოდ 67 ზუსტი გადაცემა ერთ მატჩში. ხოლო მთლიანად სეზონის განმავლობაში მის ანგარიშზე 1,894 პასია (52 ერთ მატში). ამ მაჩვენებლის შედეგად მადრიდელთა 23-ე ნომერი "ბლანკოსის" მესაჭედ მოინათლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისკო დიდებულად მუშაობს მეტოქის განეიტრალებაში. მან მიმდინარე სეზონში 184-ჯერ შესძლო მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა. სწორედ ეს მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანჩელოტიმ იგი ხედირას არჩია.
მაშინ, როდესაც გუნდს ტრავმების გამო ჩამოსცილდნენ ხამეს როდრიგესი და ლუკა მოდრიჩი, ისკო იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეტევის ორგანიზება დაევალა. იგი ერთი შეხვედრის განმავლობაში მინიმუმ რვა კილომეტრს დარბოდა და ცდილობდა მადრიდის "რეალის" თავდასხმის ტრიოს BBC-ს საგოლე გადაცემებით მომარაგებას.
ისკოს ანგარიშზე ამჟამად არის ოთხი გატანილი ბურთი და თერთმეტი საგოლე გადაცემა.
Marca.com
- 15 მარტი 2015
- 4 061
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.