ბეილი უგოლო სერიის შეწყვეტის მოლოდინში

გარეთ ბეილს საშინელი მაჩვენებელი აქვს.

ფლორენტინო პერესმა უელსელ ფეხბურთელში დიდი ოდენობით ფული სწორედ გოლების გატანის გამო დააბანდა, თუმცა მან შედეგი ვერ მიიღო. ბეილმა უკანასკნელი 9 მატჩი უგოლოდ ჩაატარა და საშინელი მაჩვენებელი დააფიქსირა.

კარლო ანჩელოტის განცხადებით, გარეთი "ლევანტესთან" დაპირისპირებაში სასტარტო თერთმეტეულში იქნება, რადგან მას ენდობა. კლუბის პრეზიდენტის აზრით კი, მადრიდელთა მეთერთმეტე ნომერი სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს მანამდე, სანამ სასურველ კონდიციებს არ აღიდგენს.

მიუხედავად პერესის განცხადებისა, "ლევანტესთან" ბეილი მაინც ძირითადში იქნება და შეეცდება უგოლო სერია შეწყვიტოს. მისი მთავარი ამოცანა მინიმუმ ერთი ბურთის გატანა იქნება. უელსელმა ვარსკვლავმა ბოლოს გოლი 24 იანვარს მიითვალა, მაშინ, როდესაც მადრიდის "რეალი" "კორდობას" დაუპირისპირდა. ხოლო ბერნაბეუზე გარეთს 10 იანვრის მერე არ უზეიმია მეტოქის კარის აღება. ამ ორი თამაშის შუალედში მან "ხეტაფესთანაც" გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში კი 2015 წელს მხოლოდ სამ გოლს მოუყარა თავი.

ბეილის ცუდი ფორმა გუნდის შედეგზეც აისახება. ექსპერტების აზრით, უელსელი ვარსკვლავი თავის თავზე იშვიათად იღებს თამაშს, არადა გუნდს ეს ნამდვილად სჭირდება, რადგან გარეთი მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება.

Marca.com

  • Junior
  • 15 მარტი 2015
  • 2 177
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)