ორი სატელეფონო ზარი ორ კვირაში...
ფლორენტინო პერესმა და ჟოზე მოურინიომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ისაუბრეს.
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა "თეთრების" ყოფილ თავკაცთან ორი ზარი განახორციელა. პირველად მარტის პირველ კვირას დაუკავშირდა ფლორენტინო ჟოზეს. მაშინ, რომდესაც ლა ლიგის სატურნირე ცხრილში ლიდერის შეცვლის საშიშროება გახდა და საბოლოოდ ასეც მოხდა.
პირველი საუბრის დროს დონ პერესმა მოურინიოს თასის ფინალში "ტოტენჰემის" დამარცხება და ტიტულის მოპოვება მიულოცა. მეორე ზარი ჟოზესმ განახორციელა, ბილბაოს "ატლეტიკთან" მარცხის შემდეგ. ამჯერად პორტუგალიემა სპეციალისტმა ფლორენტინოს 68-ე დაბადების დღე მიულოცა.
"განსაკუთრებულმა" აგრეთვე განუცხადა პერესს, რომ იგი "ჩელსიში" ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, პერესს და მოუს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ.
Marca.com
- 15 მარტი 2015
- 5 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.