მოდრიჩი:"სამეფო კლუბს ცუდი დრო უდგას"
ლუკა მოდრიჩის განცხადებით, მის გუნდს ცუდი დრო უდგას, მაგრამ ფეხბურთელები ცდას არ აკლებენ და ყველაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად...
"ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად არის. მართლაც ცუდი დრო გვიდგას, მაგრამ ხვალინდელმა შეხვედრამ ბევრი რამე უნდა შეცვალოს. ჩვენ უნდა მივიღოთ ფსიქოლოგიური მუხტი, რომელიც "ელ კლასიკომდე" გაგვყვება. კარლო ანჩელოტიმ იცის როგორ წარმართოს კოლექტივის მუშაობა."
"ყველაფერს ბეილს აბრალებენ, მაგრამ პრობლემა არა გარეთში, არამედ მთლიანად გუნდშია, რომელიც უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება."
"დაბრუნებით კმაყოფილი ვარ, ზოგი მხოლოდ ჩემში ხედავს გამოსავალს, ვეცდები გუნდს დახმარება გავუწიო, მაგრამ ყველას ერთად მუშაობა გვმართებს."
"ოდეგარი ისე ვარჯიშობს, თითქოს მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ მან არ უნდა იჩქაროს, ვინაიდან მხოლოდ 16 წლის არის. ნორვეგიელ ფეხბურთელს შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და ბრწყინვალედ იყენებს მარცხენა ფეხს."
- 14 მარტი 2015
- 4 130
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.