"შალკე" ხედირასთან მოლაპარაკებებს ადასტურებს
"მარკას" ინფორმაციით მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, სამი ხედირას გუნდიდან აბარგება გადაწყვეტილია. გერმანული "შალკე" კი ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნებაზე იზრუნებს...
"შალკეს" პრეზიდენტი კლემენს ტიონისი "ბილდთან" საუბარში ინტერესს ადასტურებს, მეტიც მისი თქმით თავად სამისთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გერმანული გუნდი მადრიდელ ნახევარმცველს უფასოდ ჩაიგდებს ხელში, რადგან მსოფლიო ჩემპიონს 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და იმ კლუბში ჩაირიცხება, რომელსაც თვითონ მოისურვებს.
- 14 მარტი 2015
- 2 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.