რამოსი და მოდრიჩი ძირითადში ბრუნდებიან
სერხიო და ლუკა მონატრებული გულშემატკივრის წინაშე წარდგებიან.
მადრიდის "რეალის" ორი წამყვანი ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი და სერხიო რამოსი ხვალინდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. სამეფო კლუბის ვიცე-კაპიტანმა 4 თებერვალს "სევილიასტან" დაპირისპირებაში დაზიანება მიიღო და მას შემდეგ არცერთ შეხვედრაში არ უთამაშია (ტრავმის გამო).
რაც შეეხება ლუკა მოდრიჩს, ამ უკანასკნელმა გაცილებით უფრო დიდი ხანი გაატარა ლაზარეთში, თუმცა "შალკესთან" დაპირისპირებაში მან მონაწილეობა მიიღო. კარლო ანჩელოტიმ ხორვატი ნახევარმცველი მეორე ტაიმში გამოიყვანა მინდორზე.
ეს ორი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დიდი ხანია არ მომხვდარან. იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, რამოსიც და მოდრიჩიც "ლევანტესთან" სასტარტო თერთმეტეულში იქნებიან.
As.com
- 14 მარტი 2015
- 2 414
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.