ლუჩანო მოჯი:"პოგბა მხოლოდ "იუვენტუსისთვის" არ არის"
ლუჩანო მოჯის განცხადებით, მადრიდის "რეალი" პოლ პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს არ გადაიხდის, სხვა თანხის სანაცვლოდ კი "ბებერი ქალბატონი" ფრანგ მოთამაშეს არ უნდა შეელიოს...
"პოგბა იტალიაში უნდა დარჩეს. მიზეზი მარტივია. 6-7 წლის წინ სერია "ა" ევროპაში ყველაზე საინტერესო იყო, სადაც 4-5 გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. "სკუდეტო" ძალიან პრესტიჟული გახლდათ, ახლა კი რა ხდება? პირველი ადგილისთვის მხოლოდ "იუვე" იბრძვის, "რომას" კი საკმარისი რესურსი არ აქვს."
"სად არიან მილანური გრანდები, რომლებიც მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ? ჩრდილში, პასუხი მხოლოდ ეს არის."
"პოგბას ყოლა არამხოლოდ ტურინელებს, არამედ მთელ იტალიას სჭირდება."
- 14 მარტი 2015
- 1 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.