ანჩელოტი:"სერხიო რამოსი დაგვეხმარება"
კარლო ანჩელოტიმ წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გამართა...
"სასტარტო თერთმეტეულის შესახებ ვერაფრს გეტყვით, რადგან ფიქრის პროცესში ვარ. ჯერ-ჯერობით ვერ გადავწყვიტე, ვის მივცე შანსი ხვალინდელ პაექრობაში."
"გერმანელებთან მარცხის შემდეგ ყველა გულგატეხილი იყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავედით და ტიტულის დაცვის შანსი შევინარჩუნეთ. უბედნიერესი ვიქნები, თუ ზედიზედ მეორედ მოვახერხებთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას. ბერლინში გამგზავრება ჩვენი უმთავრესი მიზანია. ახლა პრიმერაზე ვართ გადართულები, რადგან ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, აუცილებელია 3 ქულის მოპოვება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ფეხბურთელები ცდილობს, რაც შეიძლება დროულად აღმოფხვრან დაშვებული შეცდომები და კარგ კონდიციაში შევიდნენ."
"ფეხბურთელებს სრულ ნდობას ვუცხადებ, ისინი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს და დარიგებებს ისმენენ. ვამაყობ, ჩემი შეგირდებით, მათთან ყოველდღიური შეხება მაქვს და თამამად შემიძლია განვაცხადო, "ბლანკოსს" ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება ძალუძს."
"სერხიო რამოსმა კარგად იმუშავა, ის ვალენსიელებთნა დაგვეხმარება, როგორც ლუკა მოდრიჩი. ხორვატის თამაში "შალკეს" წინააღმდეგ მომეწონა. ნახევარდაცვის რგოლი ლუკას ერთად ბევრად სოლიდურია."
"ბევრი გვაკრიტიკებს, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ბევრი ემოციური გულშემატკივარი პესიმისტურად არის განწყობილი, მაგრამ ხვალიდან მოგებების სერიას ვიწყებთ."
"პრეზიდენტი პერესი მთელ კოლექტივს დიდ ნდობას უცხადებს და სურს ყურადღება სამუშაოზე გავამახვილოთ. ესპანელი ცდილობს, ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან გაგვათავისუფლოს და თავისუფლად ვარჯიშის საშუალება მოგვცეს."
"ხედირას "შალკეში" გადასვლის შესახებ არაფერი მსმენია. გერმანელი 30 ივნისამდე "ბლანკოსს" ეკუთვნის, ის ნამდვილი პროფესიონალია და ყველანაირად ცდილობს გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანოს."
"ლუკას და ხამესის დაზიანებებმა კლუბის თამაშზე ასახვა ნამდვილად ჰპოვა, მაგრამ ჩვენ გვყავდა ილიარამენდი, ასევე დავიმატეთ ლუკას სილვა, რომლებმაც ნაწილობრივ მოახერხებს არსებული სიცარიელის აღმოფხვრა, თუმცა კოლუმბიელის და ხორვატის საჭიროება ნამდვილად არსებობს."
"არ მაინტერესებს ვინ მისტვენს. ზოგისთვის კრიტიკა ჰობია. ორიენტაცია მხოლოდ გუნდის წარმატებაზე მაქვს გაკეთებულია, სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვცდილობ, "რეალს" ტიტულები მოვაგებინო."
"ახლა სრულ კონცენტრაცის მოვახდენთ "ლევანტეზე". ვეცდებით მეტოქს საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს. მეტი ინტენსიურობა და აქტიურობა გვმართებს. მეტოქის პატივს ვცემთ, მაგრამ სანტიაგო "ბერნაბეუზე" ფავორიტი სწორედ ჩვენი გუნდი იქნება."
"ბევრი საუბრობს, რომ ზაფხულში ესპანეთის დედაქალაქს დავტოვებ, მაგრამ პრეზიდენტი პერესი სრულ ნდობას მიცხადებს, მისგან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ. გუნდთნა 3 წლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს, ანუ 2016 წლის ივნისამდე შემიძლია მშვიდად ვიმუშავო, თუკი შეთანხმებას გადახედვა დასჭირდება ამისთვისაც მზად ვარ, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ არის, წინ უმნიშვნელოვანესი პაექრობები გვაქვს ჩასატარებელი."
"ხვალ შესაძლოა კეილორ ნავასმა ითამაშოს, "ბარსელონასთან" კი საკუთარ საქმეს იკერი დაუბრუნდება, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი."
"კეილორი ძალიან ძლიერი მეკარეა, ის თავდაუზოგავად შრომობს და არასდროს წუწუნებს. კოსტა-რიკელს პატივს ვცემ, ის დიდი პროფესიონალია და საკუთარ შანსს ელის."
"კრიტიკა შარშანაც დიდი იყო, მაგრამ 4 ტიტულის მოგება შევძელით, ახლა კი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ვიმეორებ, "ბლანკოსს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია."
"ვისენტე დელ ბოსკეს დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ფეხბურთის ესპანელ სპეციალისტს პატივს ვცემ და ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია."
- 14 მარტი 2015
- 2 793
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.