როდრიგესი სპეც.პროგრამაზე გადავიდა

ცნობილი ხდება, როდის დაუბრუნდება მადრიდის "რეალის" შემადგენლობას კოლუმბიელი შემტევი, ხამეს როდრიგესი, რომელმაც თვენახევრის წინ დაზიანება მიიღო და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა უწევს...

მედიკოსებმა კოლუმბიელი ფეხბურთელი სპეც.პროგრამაზე გადაიყვანეს, რომელიც საშუალებას იძლევა იმისა, რომ როდრიგესი დაგეგმილზე ადრე დაბრუნდეს. ვინაიდან, კოლუმბიელის რეაბილიტაციის კურსი შესანიშნავად მიმდინარეობს და თავად ფეხბურთელიც მაქსიმუმს აკეთებს დროულად გამოსაჯანმრთელებლად, ექიმები დამაიმედებელი პროგნოზებით აფიშირებენ.

ხამესი ყველაზე კარგ ვარიანტში, 5 აპრილს, "გრანადასთან" დაბრუნდება. ლა ლიგაში "ელ კლასიკოს" შემდეგ 2 კვირიანი დასვენება გამოცხადდება, რადგან სტარტს აიღებს სანაკრებო ბატალიები. ბუნებრივია, მადრიდელი "ათიანი" ამ დროს არა ეროვნულ ნაკრებს, არამედ გამოჯანმრთელებას დაუთმობს.

კარლო ანჩელოტი არ ჩქარობს, მან იცის, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში კოლუმბიელი ფეხბურთელი ძალიან დასჭირდება, ამიტომ მედიკოსთა რჩევებს ყურს უგდებს. იმ შემთხვევაში თუ ექიმები არსებულ ვითარებას ოპტიმალურს უწოდებენ, 5 აპრილს წინახაზელი მინიმუმ 20 წუთს დაჰყოფს მოედანზე, 25 აპრილამდე კი 90 წუთის გატარება შეეძლება საქმეში.

  • Hala
  • 14 მარტი 2015
  • 2 898
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)