ფლორენტინო ფსონს კაზემიროზე ჩამოდის
სამი ხედირა მადრიდის "რეალს" ივნისის ბოლოს დატოვებს, ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული. გერმანელ ფეხბურთელს 6 წლიანი ხელშეკრულება ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს...
ასიერ ილიარამენდიც მომავალზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ მიმდინარეობს, თუმცა ისიც წასვლის კანდიდატია, ფლორენტინო პერესი კი არსებული სიცარიელის ამოვსებას კაზემიროს დამატებით გეგმავს, რომელსაც საუკეთესო სეზონი აქვს "პორტოში" და ყველას უმტკიცებს რა დონეზე შეუძლია თამაში.
ახალგაზრდა ბრაზილიელი კარლო ანჩელოტისაც ძალიან მოსწონს, რომელიც რეგულურად ადევნბეს თვალს პორტუგალიის ჩემპიონატის თამაშებს.
იტალიელი სპეციალისტის აზრით კაზემირო და ლუკას სილვა "რეალის" ნახევარდაცვის მომავალს წარმოადგენენ, თანაც ისინი თანამემამულეები არიან და ერთმანეთს შესანიშნავად იცნობენ.
კაზემირო "პორტოში" იჯარის წესით იმყოფება, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი კი 2017 წლამდე აქვს გაფორმებული. გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში პერესი საკუთარ შეგირდს დაიბრუნებს და ხელშეკრულებას 2022 წლამდე გაახანგრძლივებს.
- 14 მარტი 2015
- 1 728
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.