"ჩელსიმ" ოფიციალური შეთავაზება გაამზადა
The Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაცვის ხაზით რაფაელ ვარანით გაძლიერება და ამისათვის მანჩესტერ "იუნაიტედს" დიდ კონკუნრეციას გაუწევს...
გავრცელებული ინფორმაციით ვან გაალი რაფას სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს ჩამოდის, "არისტოკრატები" კი 1 მილიონით მეტის გადახდას გეგმავენ.
Telegraph-ის ინფორმაციით ლონდონელთა ხელმძღვნელობა უახლოეს დღეებში აპირებს ფლორენტინო პერესთან საუბარს და ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას. "არისტოკრატებს" წინასწარი შეთანხმების მიღწევა სურს, 30 ივნისის შემდეგ კი ფრანგი ფეხბურთელი "ნისლიან ალბიონზე" უნდა იხილონ.
ჟოზე მოურინიო ვარანს სრულ გარანტიას აძლევს, ის "ჩელსის" დაცვის უცვლელი წევრი იქნება და ხელფასის სახით "რეალზე" 80%-ით მეტი გასამრჯელო ექნება.
- 13 მარტი 2015
- 4 877
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.