მზადება გრძელდება
კარლო ანჩელოტი "შალკესთან" დამარცხების შემდეგ უკვე მესამედ შეიკრიბნენ "ვალდებებასზე" და მორიგი სესია გამართეს...
იტალიელი სპეციალისტის გუნდი "ლევანტესთან" საპაეროდ ემზადება, რომელიც კვირას გაიმართება.
დანიელ კარვახალი, რომელმაც წინა ორი სესია დახურულ კარს მიღმა გაატარა, გუნდს შეუერთდა. კოლექტივთან ერთად იყვნენ კასტილიელი ბურგი და რაულ დე ტომასიც.
ხამეს როდრიგესმა ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო, თუმცა მას ინდივიდუალური პროგრამა აქვს.
იკერ კასილიასი, კეილორ ნავასი და პაჩეკო ვილიამ ვეკისთან ერთად ირჯებოდნენ.
ანჩელოტიმ გუნდი ორად გაყო და მთელი რიგი დავალებები შეასრულებინა.
სამეფო კლუბი ხვალ, რიგით მეოთხე სესიას გამართავს, რომელიც "ლევანტესთან" მატჩისთვის ბოლო იქნება.
- 13 მარტი 2015
- 1 700
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.