ანჩელოტი კროოსს დაასვენებს
პრიმერა დივიზიონის მომავალი ტურის შეხვედრაში, კარლო ანჩელოტი გარკვეულ ცვლილებებს განაოხრციელებს მოედნის შუახაზში.
დიდი ალბათობით, 4 თვიანი პაუზის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება მოდრიჩი.ამ უკანასკნელმა „შალკესთან“ 30 წუთი გაატარა მწვანე მინდორზე და შეიძლება ითქვას, რომ უპრობლემოდ შეუძლია საწყისი წუთებიდან გუნდის დირიჟორობა.
ხორვატი ნახევარმცველი კროოსის ადგილის დაიკავებს.როგორც იცით, გერმანელის პასივში 4 ყვითელი ბარათი ირიცხება და „ელ კლასიკოს“ წინ, იტალიელი დამრიგებელი არ გარისკავს მის საქმეში ჩართვას.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ტონი არ დაეხმარება თანაგუნდელებს (პირველი „კორნელასთან“).
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, მოედნის ცენტრში, მოდრიჩსა და ისკოს გვერდს დაუმშვენებს ლუკას სილვა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის განვლილ პაექრობაში დასვენების საშუალება მიეცა.
AS
- 13 მარტი 2015
- 2 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.