"ატალანტა" სერია "ა"-ში დარჩენის შემთხვევაში ილიარამენდისთვის იბრძოლებს
იტალიური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის დამატებით "ატალანტა" დაინტერესდა...
მას შემდეგ, რაც მადრიდში კაზემიროს დაბრუნება აქტუალური გახდა, ყველა მიხვდა, რომ ასიერის შანსები ფაქტობრივად, ნულის ტოლია. "ბლანკოსმა" შეიძინა ლუკას სილვას, რომელსაც კარლო ანჩელოტი დიდ ნდობას უცხადებს. შუა რგოლში ასევე არიან ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სამი ხედირა, თუმცა ის ივნისის ბოლოს "რეალს" 99% დატოვებს.
ბასკი ნახევარმცველის ადგილი "თეთრების რიგებში აღარ არის, "ატალანტა" კი სერია "ა"-ში დასარჩენად იბრძვის. იმ შემთხვევაში თუ იტალიელთა მიზანი მიღწეული იქნება, გუნდის ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალს" ოფიციალური წინადადებით მიმართავს, რომლის დეტალები არ ხმაურდება, რადგან ჯერ დამუშავებულიც არ არის.
"ატალანტა" იტალიის უმაღლეს ლიგაში მე-17 ადგილზე იმყოფება და ცხრილს ფსკერს მხოლოდ 4 ქულა აშორებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სერია "ა"-ს ცხრილის ქვედა ნაწილში სიმჭიდროვეა, "ატალანტელები" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან მე-13 ადგილზე მყოფ "ემპოლის" და 11 ქულით მე-10 ადგილზე მყოფ "მილანს", რომელიც საკმაოდ უჩვეული პოზიციაზე იმყოფება.
- 12 მარტი 2015
- 1 274
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.