მელხორ რუისი:"პერესმა ანჩელოტის 100%-იანი ნდობა გამოუცხადა"
მელხორ რუისის განცხადებით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა კარლო ანჩელოტის 100%-იანი ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიელ სპეციალისტს საკუთარი თანამდებობა მომდევნო სეზონისთვის დაბევებული აქვს...
"პრეზიდენტის აზრით ანჩელოტი საკმაოდ ეფექტურია, ამიტომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე იტალიელი თანამდებობას შეინარჩუნებს. ვფიქრობ, "ელ კლასიკოს" დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ "ნოუ კამპზე" რეალმა მოიგო, კარლიტოს პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდება."
"პერესი ასევე ნდობას უცხადებს იკერ კასილიასს და გარეთ ბეილს."
"სერხიო რამოსი? ის "ლევანტესთან" სასტარტო ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ მადრიდში ყველას აქვს ესპანელის დაბრუნების იმედი."
"თუ სერხიომ "ელ კლასიკოში" მონაწილეობა მიიღო, ეს იქნება უდიდესი მიღწევა."
- 12 მარტი 2015
- 2 098
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.