რაკიტიჩი:"ესპანეთში მადრიდის "რეალით" ამაყობენ"

"ბარსელონელი" ივან რაკიტიჩის განცხადებით, მადრიდის "რეალში" გარკვეული ჩავარდნაა, თუმცა ეს გუნდი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა...

"სამეფო კლუბით მთელი ესპანეთი ამაყობს, რადგან ამ გუნდს უდიდესი ისტორია აქვს. მთელი სეზონის მანძილზე ანჩელოტის გუნდმა საოცარი მატჩები შემოგვთავაზა, ასევე იყო 22 მატჩიანი მოგებების სერია. შესაძლოა ახლა "რეალს" არც ისე კარგი ეპოქა უდგას, გუნდს ინტენსივობა აქვს დაკარგული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება გამოსწორებადი არ არის. არავინ იცის როდის აფეთქდება კარლო ანჩელოტის გუნდი, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით თამაშია საჭირო."

"სეზონი ძალიან ხანგრძლივია, აქედან გამომდინარე ყველა გუნდს აქვს გარკვეული ხარვეზები."

"22 მარტს "ელ კლასიკო" შედგება. "ნოუ კამპზე" ფავორიტი სწორედ "ბარსელონა" იქნება, რადგან საშინაო არენაზე ვთამაშობთ, სადაც უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბება და "ბლაუგრანას" არაერთ სიმღერას მიუძღვნის. გვსურს ეფექტურად ვითამაშოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ, ამ შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გავიუმჯობესებთ, თუმცა მანამდე ლა ლიგის კიდევ ერთი პაექრობის გამართვა მოგვიწევს, შემდეგ კი მანუელ პელეგრინის "სიტისთან" გავარკვევთ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტის ვინაობას."

"სანტიაგო ბერნაბეუზე მასპინძილებმა იმარჯვეს, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. დედაქალაქში დაშვებული შეცდომები სრულად გვაქვს შესწავლილი და მზად ვართ "ბლანკოსის" დასამარცხებლად. გულშემატკივრებს კი ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ელით."

  • Hala
  • 12 მარტი 2015
  • 3 967
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)