არიგო საკი:"სამეფო კლუბმა გუნდური სულისკვეთება დაკარგა"
ლეგენდარული არიგო საკის განცხადებით, მადრიდის "რეალში" გუნდური სულისკვეთებაა დაკარგული, რაც შედეგებზეა აისახება...
"თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავთან ბევრი უნდა იმუშაოს და საბოლოო ჯამში გუნდური სულისკვეთების ხარისხი გაუმჯობედეს. მადრიდში აშკარა პრობლემებია, რომელიც მოგვარებას ექვემდებარება, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო."
"დედაქალაქელებს სისწრაფე აქვთ დაკარგული. "შალკესთან" მატჩში ესპანური გუნდის ფეხბურთელები გაცილებით ნაკლებს დარბოდნენ, ვიდრე გერმანელები. არ არის საჭირო ყველაფერი ბეილს დავაბრალოთ, ეს გუნდური პრობლემაა. თუ კოლექტივი სოლიდურად ითამაშებს, გარეთიც პროდუქტიული გახდება."
"ფეხბურთელზე ზეწოლა არც კლუბს წაადგება და არც თავად შეგირდს."
"კარლო ანჩელოტის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ის გენიალური სპეციალისტია. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა ვის რეკორდზე საუბრობდა, ახლა კი ამბობენ, რომ მან "ბლანკოსი" უნდა დატოვოს. როგორ ფიქრობთ, ეს სირცხვილი არ არის? კარლოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მივიჩნევ."
- 12 მარტი 2015
- 1 728
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.