დი მატეო:"ვამაყობ ჩემი გუნდით, რონალდუ კი უძლიერესია"

რობერტო დი მატეომ "რეალთან" სანტიაგო ბერნაბეუზე გამარჯვების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...

"ვამაყობ ჩემი გუნდით, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "შალკე" სანტიაგო ბერნაბეუზე 4 გოლს გაიტანდა და ანჩელოტის კოლექტივს დაამარცხებდა. სამწუხაროდ, "ველტინს არენაზე" განცდილმა მარცხმა დაღი დაგვასვა და ვერ მოვახერხეტ 1/4 ფინალში გასვლა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს, თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი, ისინი მართლაც დასაფასებლები არიან. სამწუხაროდ, 4 გატანილი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა."

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ღირსეულად ვტოვებთ, არამგონია ვინმემ დაგძრახოს, ვინაიდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს არაფერი დავუთმეთ და თამაშის ბოლომდე ინტრიგა შევინარჩუნეთ."

"როგორც სჩანს, კრიშტიანო რონალდუსთან გამკლავება გვიჭირს, მან ორ მატჩში 3 გოლი გაგვიტანა, შარშან კი 4-ჯერ გამოიჩინა თავი. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესი ფეხბურთელია."

"კარლო ანჩელოტის დიდ პატივს ვცემ, იმ მსოფლიო დონის მწვრთნელია, რაც "ბლანკოსში" უკვე დაამტკიცა. არ შეიძლება იტალიელის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, ვინაიდან ის თანამედროვეობის მისაბაძი მაგალითი გახლავთ."

  • Hala
  • 11 მარტი 2015
  • 4 174
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)