კასილიასი: „ყოველთვის მეკარეა დამნაშავე“
იკერ კასილიასმა „შალკესთან“ თამაში შეაჯამა.
„ხმაურიანი დაპირისპირება გამოდგა, თუმცა რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოვიპოვეთ.განცდილ მარცხს მალევე დავივიწყებთ.“
„რა თქმა უნდა, ახლოს უნდა ვიყოთ „რეალის“ ქომაგებთან და მივიღოთ მათგან დამსახურებული კრიტიკა, რამეთუ მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიასპარეზეთ.ხვალიდან უკვე მომდევნო შეხვედრაზე დავიწყებთ ფიქრს.“
„როგორც ყოველთვის, მეკარეა ყველაფერში დამნაშავე.არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატარე, თუმცა შეფასებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ.“
„სამეფო კლუბში ყველას ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება.“
„რაც შეიძლება მალე უნდა მოვიპოვოთ მადრიდისტების ნდობა.“
AS
- 11 მარტი 2015
- 3 865
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.