პერესი იეროსაც განიხილავს
EL Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, კარლო ანჩელოტის შემცვლელად ლეგენდარულ ფერნანდო იეროსაც განიხილავს, რომელიც ამ ეტაპზე იტალიელი სპეციალისტის თანაშემწედ მუშაობს...
გავრცელებული ინფორმაციით მადრიდში კარლოს შემცვლელზე სერიოზულად ფიქრობენ, განიხილება არაერთი ვარიანტი მათ შორის არის ზინედინ ზიდანიც, რომელიც "კასტილიას" წვრთნის, დღევანდელი ინფორმაციით კი ფლორენტინო ფერნანდო იეროს კანდიდატურასაც განიხილავს.
22 მარტის "ელ კლასიკოზე" ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილია, რომ ანჩელოტი სეზონის ბოლომდე არ გათავისუფლდება, თუმცა "ბარსელონასთან" წაგების და ტიტულების გარეშე დარჩენის შემთხვევაში კარლიტოს კარისკენ მიუთითებენ.
- 10 მარტი 2015
- 1 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.