დიეგო მარადონა მადრიდელებზე
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გამოყო საუკეთესო 100 ფეხბურთელი რომელშიც მოხვდნენ მადრიდელები და თან დაურთო კომენტარებიც, ასე რომ ვისაც არ წაგიკითხავთ ისიამოვნებთ... წიგნი დაწერილია 2000 წელს და ჩვენთან ეხლა ითარგმნა
მან არ შეიყვანა ალფრედო დისტეფანო, რაზეც წერს: ის არ შედის ამ ასკაციან ჩამონათვალში, რომელიც სპეციალურად ამ წიგნის მკითხველებისთვის შევადგინე, რადგან ალფრედო სულ სხვაა და ის ყველაზე მაღლა დგას.
რონალდოზე: ყმაწვილობაში მართლა დიდი მოთამაშე იყო, მაგრამ დიდების მატარებელმა ისე გადაუარა, რომ ვეღარ გაუძლო. სარეკლამო კლიპებში მონაწილეობამაც ისე იმოქმედეს მის ტვინზე რომ საფრანGეთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ავადაც კი გახდა. თუმცა ტრავმებმაც ძალიან უარყოფითად იმოქმედეს მის საფეხბურთო კარიერაზე და იმ ცნობილი ტრამვის მერე, როცა ეკრანზე ატირებული ვნახე ჰოსპიტალში დეპეშაც კი გავუგზავნე გასამხნევებლად.
ზინედინ ზიდანი: მინდა დავიცვა იმიტომ რომ მართლა საოცრებაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მეტად მეჩვენება რომ მას თამაშის სურვილი აღარ აქვს. ბოლო წლებში პლატინიც ასე იყო და ისინი სიხარულის გარეშე თამაშობდნენ.
მაიკლ ოუენი: ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება 98 ილს მუნდიალზე მაინც ოუენმა მოახდინა და იმედია ხშირი ტრავმები მას არ დაანგრევენ.
ხორხე ვალდანო: სრულიად არაორდინალური მოვლენა, ვისთან ერთადაც თამაში და საუბარი ყოველთვის მომწონდა, ახლაც მომწონს და მომავალშიც მომეწონება
მიქაელ ლაუდრუპი: ერთ-ერთი მათ შორის, ვინც განსაკუთრებით მომეწონა მექსიკის მუნდიალზე 86-ში, რომელიც ყველაფერს ძალიან ადვილად აკეთებდა.
ემილიო ბუტრაგენიო: ტიპი, რომელთან ერთადაც სიამოვნებით ვითამაშებდი. ვალდანოსთან ერთად კი ის ნებისმიერ დაცვას არრვევდა ხოლმე და მაგარი დუეტი ჰქონდათ
დავორ შუკერი: პერსონაჟი, რომელიც მუდმივად გაბრაზებს, როგორც მოწინააღმდეგე და გეჩვენება რომ ყოველთვის იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე ოდესმე უთამაშია.
ფერნანდო რედონდო: მოედნის გარეთ, ბევრ საკითხში ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ მუნდიალის დროს ძალიან ადვილად გავუგეთ ერთმანეთს
ივან სამორანო: ძალიან მაგარი გოლეადორი და ერთ-ერთი საუკეთესო ტიპი, ვინც ფეხბურთში მოღვაწეობს
რაული: მაინც სხვა კლასია. როცა პირველად ვალდანომ რეალში ათამაშა, ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, მაგრამ გუნდის წევრი მაინც ძალიან სწრაფად გახდა, თან რა გუნდის. ასეთებს ყოველთვის ეყრდნობიან
ბერნდ შუსტერი: გერმანელი იყო, მაგრამ ჩემსავით გიჟი ფეხბურთში, რომელსაც მთელს მოედანზე შეეძლო თამაში და იყო სრულიად არაორდინალური ფეხბურთელი. ნუნესის( როცა დიეგო თამაშობდა ბარსელონაში, იმ გუნდის პრეზიდენტი) წინააღმდეგაც ერთად ვიბრძოდით.
დევიდ ბექჰემი: საფეხბურთო მოედნისთვის თვითონაც ზედმეტად ლამაზია და თავის ცოლსაც იმდენად ზედმეტ ყურადრებას აქცევვს, რომ ნაკრებისთვის ჯერჯერობით ვერაფერი გააკეთა. არადა მანჩესტერში ყველაფერი მოგებული აქვს და ნაკრებთან ერთადაც უნდა შეძლოს სერიოზული წარმატების მიღწევა.
- 31 დეკემბერი 2009
- 4 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.