გუტი:"ის, რაც "რეალში" ხდება გამოსწორებადია"

ლეგენდარული ფეხბურთელის, გუტის განცხადებით, სამეფო კლუბი სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფება, მაგრამ არსებული ვითარება გამოსწორებას ექვემდებარება...

"ფიზიკური თვალსაზრისით "ბლანკოსში" პრობლემები არ არსებობს, მაგრამ გუნდს აშკარად აქვს სიტუაცია დასალაგებელი. ფორმის პიკში დედაქალაქელები სეზონის სტარტზე შევიდნენ, ახლა კი ჩავარდნა აქვთ, რომელიც დიდ ხანს გაგრძელდა. "ელ კლასიკომდე" დიდი დრო არ რჩება, ამიტომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. სიტუაცია კრიტიკული არ არის, მაგრამ სამუშაო ბევრია."

"ჩემპპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ბევრი გუნდი მოტივაციას კარგავს, მაგრამ ეს "რეალია", სადაც მსგავსი რამ არ ხდება, ვინაიდან უდიდესი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. ფეხბურთელები ენთუზიაზმით სავსენი არიან."

"ანჩელოტის ვერაფერში დავადანაშაულებ, მაგრამ გარკვეულწილად მანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გუნდი მართოს."

"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა "მერენგებზე" ცუდად იმოქმედა, სწორედ მას შემდეგ დაიწყო კოლექტივის უკუსვლა. დედაქალაქელებს გაერთიანება და ერთი მიზნისთვის ბრძოლა მართებთ. კატალონიაში ვიზიტის შემდეგ "რეალმა" სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია უნდა დაიბრუნოს."

  • Hala
  • 10 მარტი 2015
  • 2 909
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)