ოდეგარი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ვეღარ გახდება
როგორც იცით, ივარაუდებოდა, რომ „შალკესთან“ განმეორებით დაპირისპირებაში, მარტინ ოდეგარსაც მიეცემოდა სათამაშო წუთები, თუმცა გამართულ პრესკონფერენციაზე, ანჩელოტიმ უარყო გავრცელებული ხმები.
შესაბამისად, 16 წლისა და 77 დღის შემტევი ნახევარმცველი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ვეღარ გახდება, რამეთუ ბაბაიაროს უკეთესი შედეგი აქვს დაფიქსირებული.94/95 წლების სეზონში, აფრიკელი ფეხბურთელი 16 წლისა და 87 დღის იყო, როდესაც „ანდერლეხტის“ რიგებიდან „უეფას“ ეგიდით ჩატარებულ პაექრობაში მიიღო მონაწილეობა.
ნორვეგიელ ამომავალ ვარსკვლავს, ალენ ჰალილოვიჩისა (16 წელი და 128 დღე) და ური ტიელემანსის (16 წელი და 148 დღე) ციფრების გაუმჯობესების შანსი რჩება.
AS
- 9 მარტი 2015
- 6 291
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.