რაიოლა: ""იუვეს" მოთხოვნილ თანხაზე მადრიდელებს გაეცინათ"
მინო რაიოლას განცხადებით, "იუვენტუსმა" მადრიდის "რეალს" 50 მილიონი ევრო მოსთხოვა პოგბას სანაცვლოდ.
"დაახლოებით 6 თვის წინ მადრიდის "რეალს" პოგბას შეძენა სურდა. მაშინ "ბებერმა ქალბატონმა" ფრანგი ტალანტი 50 მილიონად შეაფასა, თუმცა მადრიდელებმა მოთხოვნილ თანხას "სასაცილო" და "არარეალური" უწოდეს."
"კარლო ანჩელოტიმ სეზონის დასაწყისში მითხრა, რომ პოლ პოგბას ხილვა ძალიან სურდა თავის გუნდში, თუმცა გარიგება არ შედგა და იტალიელმა სპეციალისტმა სხვა ტაქტიკაზე დაიწყო ფიქრი."
"პოგბამ ერთხელ უკვე მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და "იუვენტუსში" გადაბარგდა. ახალ მას შემოთავაზება აქვს "ბარსელონასგან" და "რეალისგან". მას ტურინული გრანდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ჩემი აზრით, არც ინანდებს."
Bernabeudigital.com
- 9 მარტი 2015
- 5 968
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.