პრემიერ ლიგის გუნდები ჩიჩარიტოსთვის იბრძვიან
ჩიჩარიტოზე მოთხოვნა იზრდება.
მოგეხსენებათ, ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო მადრიდის "რეალში" იჯარის წესით ირიცხება. იგი მანჩესტერ "იუნაიტედის" საკუთრებაა. სამეფო კლუბი არ აპირებს მექსიკელი ფორვარდის შენარჩუნებას. ჩიჩარიტო სეზონის დასრულებისთანავე "იუნაიტედში" დაბრუნდება.
პრემიერ ლიგის გუნდები ერნანდესზე ნადირობას აცხადებენ. Daily Star-ის ცნობით "ვესტ ჰემი", "ტოტენჰემი", "ევერტონი" და "სტოკ სიტი" მზად არიან ხავიერს კონტრაქტი გაუფორმონ. ჩიჩარიტოსთან გარიგებაში კლუბები 11 მილიონ ევროს იხდიან.
Bernabeudigital.com
- 9 მარტი 2015
- 2 111
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.