კასილიასი: „ყველაფერს გავიღებთ ბერლინში თამაშისათვის“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა „უეფას“ ოფიციალურ გვერდთან.

- რა მოგონებები დაგიტოვათ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა ფინალმა?
- ვგონებ, აღნიშნული ფინალი ყველას გვემახსოვრება, რამეთუ ძალიან დიდი ნერვების ფასად, მეტად ინტენსიური თამაში მიმდინარეობდა.საბედნიეროდ, შევძელით „დესიმას“ აღმართვა.

- ჯერჯერობით, ზედიზედ ორჯერ არავის მოუგია ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.„რეალს“ შესწევს ამის ძალა?
- ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით.ჩვენ შემადგენლობას დიდი რესურსი გააჩნია და რატომაც არა?! „რეალი“ მეტად ამბიციური გუნდია, სადაც გამოცდილი და ახალაგზრდა ფეხბურთელები ნაყოფიერად არიან შერწყმულნი.განვლილი გათამაშების განმავლობაში, ისეთი კლუბები დავამარცხეთ, რომლებიც ხშირად გვიქმნიდნენ პრობლემებს და გავედით ფინალში.წელსაც ყველაფერს გავირებთ, რომ ბერლინის საგზური დავიბევოთ.

- ამისათვის რა არის საჭირო?
- უწინარეს ყოვლისა, სპორტული შიმშილი.ჩვენი გასახდელი ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც განვლილ წლებში დიდი გამოცდილება დააგროვეს.ალბათ, გახსოვთ, რომ ზედიზედ სამჯერ გავედით ნახევარფინალურ სტადიაზე, თუმცა არ გაგვიმართლა.ახლა, გაცილებით ბევრი ვიცით და ვიმედოვნებ, მოვლენები ჩვენ სასარგებლოდ განვითარდება.თუ ისეთივე წარმატებით ვიასპარეზებთ „ბერაბეუზე,“ როგორც შანშან, „რეალი“ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.

- 2 ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ ადრეულ წლებში მოიგეთ, ხოლო მესამე ტიტულს 12 წელი ელოდებოდით.ეს განსაკუთრებული მოვლენაა თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ჩ/ლიგის მოგება 19-21 წლის ასაკში და უფრო მოგვიანებით განსხვავდება ერთმანეთისგან.შესაბამისად, მადრიდისტებსაც სხვადასხვა გრძნობები ეუფლებათ ამ სამი თასის გახსენების დროს.პარიზში, სადაც 3-0 დავარცხეთ „ვალენსია,“ უპირატესობას ვფლობდით ყველა ასპექტში, მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე არ ვითვლებოდით ფავორიტებად.გლაზგოში გაცლებით მეტი ვიბრძოლეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ 2-1, ხოლო ლისაბონში, დიდი ძალისხმევის შედეგად გადავიყვანეთ თამაში დამატებით დროში და შემდეგ უკვე დავჯაბნეთ მოწინააღმდეგე.

- პირველად, როდესაც აღნიშნულ ტურნირზე იასპარეზეთ, 18 წლის იყავით...
- კარგად მახსოვს პირველი თამაში.საბერძნეთში „ოლიმპიაკოს“ ვხვდებოდით (3-3).ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატთან ერთად გავიზარდე.ჩემი კარიერის სტატისტიკა დაკავშირებულია ამ ფანტასტიკურ გათამაშებასთან, რაც ძალიან მახარებს.

- თქვენ ჩემპიონთა ლიგის 150 შეხვედრაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული.რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ტურნირის ჰიმნს უსმენთ?
- ყველაზე პრესტიჟული ტურნირი განსაკუთრებულია მადრიდისტებისათვის და ეს ტიტულების დარბაზიდანაც კარგად ჩანს.ჩემპიონთა ლიგა ადამიანებს ცვლის.

- ტელევიზორით ნაყურები ჩემპიონთა ლიგიდან რას გაიხსენებდით?
- მახსოვს ბარსელონაში გამართული ფინალი „მანჩესტერსა“ და „ბაიერნს“ შორის.ნამდვილად დაუვიწყარი თამაში იყო.ამასთანავე, 1998 წელს „რეალის“ ტრიუმფი, ან უფრო ადრე, „ბორუსიასა“ და „იუვეს“ ჯახი.როდესაც დრო მაქვს, ყოველთვის ვუყურებ ფეხბურთს, განსაკუთრებით ძველ მატჩებს.

- თქვენ „რეალის“ ერთგული ფეხბურთელი ხართ.რას ნიშნავს ეს კლუბი კასილიასისთვის?
- ძალიან მეამაყება, რომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში „რეალის“ ღირსებას ვიცავ.ეს კლუბი ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელების ნავსაყუდელი იყო.16 წლიანი მადრიდული კარიერა ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გაქვს გაკეთებული.მადლობას ვუხდი „რეალს“ იმისათვის, რომ ბუმბერაზი ტურნირების მოგების საშუალება მომცა.

- კრიშტიანუს გვერდით თამაშობთ და მასთან ერთად გიწევთ ვარჯიში ყოველდღიურად.როგორ ფიქრობთ, რა ანიჭებს მას განსაკუთრებულობას?
- რონალდუ მსოფლიო დონის გრანდიდან გადმოვიდა „რეალში,“ სადაც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ.მან საწყის ეტაპზევე გაანალიზა, რომ აქ არსებული სიტუაცია განსხვავდება ინგლისისაგან.ესპანეთში ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ შენგან.კრიშტიანუმ დიდებული პროგრესი განიცადა.მასთან ერთად სამეფო კლუბი გაცილებით ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდა.ჩვენ ვეხმარებით მას და ის გვეხმარება ჩვენ.

- ტონი კროოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა ადგილობრივი ქომაგების...
- განვლილ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი, თუმცა ამავდროულად, „რეალმა“ ახალი მოთამაშეები მოიყვანა კროოსისა და ხამესის სახით, რომლებიც მყისვე ჩამოყალიბდნენ ნიშანდობლივ ფიგურებად.ტონი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ბურთს იღებს.მას უყვარს შეტევების ორგანიზება და სწრაფი თამაში.ვფიქრობ, ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო გერმანელის გადაბირებით.

- როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენ სათამაშო სტილს?
- ვფიქრობ, ვარ მარჯვე და გამოვირჩევი სწრაფი რეაქციით.საკუთარი თავი მივამსგავსე არკონადას („რეალ სოსიედადის“ ყოფილი კიპერი), თუმცა სამწუხაროდ, მისი თამაშები მხოლოდ ვიდეოებით მაქვს ნანახი.

- როგორ ფიქრობთ, მეკარეებს სათანადოდ აფასებენ?
- არა, რამეთუ ჩვენ არ ვართ მოედნის ფეხბურთელები.იმისათვის, რომ აღნიშნული ამპლუის წარმომადგენელი წლის 3-4 საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდეს, ფენომენალური სეზონი უნდა გამოაცხოს, რაც ბევრი ტიტულის მოგებას გულისხმობს.სეივები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გატანილი გოლი.

- ვინ არის თქვენთვის საუკეთესო მეკარე და რატომ?
- პეტერ შმეიხელი.მახსოვს 1992 წლის მუნდიალი, როდესაც დანიის ნაკრები ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიძახეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შმეიხელმა ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა.ის მისაბაძი ფიგურა იყო „მანჩესტერ იუნაიტედშიც.“

- ვინ შეიტანა დიდი წვლილი თქვენ განვითარებაში?
- მეტად დამეხმარა ჯიჯი ბუფონის მაგალითი, რომელმაც ასევე ადრეულ ასაკში დაიწყო თავის გამოჩენა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი 19 წლის ასაკში ითამაშეთ...
- ძალიან რთული წელი იყო გუნდისთვის.მხოლოდ მოგებით შეგვეძლო შემდეგი სეზონის საგზურის მოპოვება.ფინალისკენ მიმავალ გზაზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ გამოვთიშეთ ტურნირიდან, რომლებიც წინა წლის ფინალისტები იყვნენ.როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ვალენსია“ ითვლებოდა ფავორიტად.ისინი მართლაც შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ზეწოლას ვერ გაუძლეს და 3 უპასუხო გოლით დამარცხდნენ.

- რას გრძნობდით 2002 წელს, როდესაც მოედანზე შესასვლელად ემზადებოდით?
- აღნიშნული წელი განსხვავებული იყო, რამეთუ 2 თვით ადრე, ვისენტე დელ ბოსკეს გადაწყვეტილებით სეზარმა დაიკავა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.როდესაც ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო, ბევრმა აზრმა გამიელვა თავში.სიმართლე გითხრათ, ძალიან შევცბი, რამეთუ სათამაშო პრაქტიკას ვიყავი მოკლებული.გამომდინარე იქედან, რომ გერმანელები დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენზე, ნერვებმაც ამიყოლია.დიდი ძალისხმევა გავიღეთ, რათა შედეგი შეგვენარჩუნებინა, თუმცა კარგი მოგონებები დამრჩა.ეს გადამწყვეტი მომენტი იყო ჩემს კარიერაში.

- ყველას ახსოვს ზიდანის ბრწყინვალე გოლი, თუმცა თამაშის მიწურულს, თქვენც არა ერთი სასიცოცლო მოგერიების ავტორი გახდით...
- დიახ, მართლაც შთამბეჭდავი სეივები გამოვიდა, რაც სწრაფი რეაქციის ნაყოფი იყო.გერმანელები დიდი ძალებით გვიტევდნენ, ხოლო მე სამუშაოს ვასრულებდი.

- ვის შეიყვანდით თანაგუნდელების ხუთეულში?
- ძალიან გაგიმართლა, რამეთუ ბევრი კარგი ფეხბურთელის გვერდით მომიწია თამაში.რთუილია ხუთეულის შედგენა.რედონდომ, იერომ, კარლოსმა, ფიგუმ, ზიდანმა, რაულმა, ბექემმა, რონალდომ, გუტიმ, რონალდუ, ბენზემამ და რამოსმა მაოხდინეს დიდი შთაბეჭდილება ჩემზე.

RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)