„„ნოუ კამპზე“ დავალაგებთ სიტუაციას“
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სამეფო კლუბის ფეხბურთელები გულგატეხილნი არიან და პასუხისმგებლობას გრძნობენ.
მართალია, სატურნირო ცხრილში სურათი შეიცვალა და ახლა უკვე „თეთრები“ ჩამორჩებიან „კულეებს“ (1 ქულით), თუმცა მადრიდისტები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, ისინი საბრძლოველად ემზადებიან: „ყველაფერს „ნოუ კამპზე“ დავალაგებთ“ - მსგავსი შინაარსის მოწოდებები გაჟღერდა კლუბის გუშინდელ ვარჯიშზე.
ანჩელოტის დამოძღვრილებმა ჩინებულად იციან, რომ „შალკესა“ და „ლევანტეს“ დიდი ანაგრიშით დამარცხება, წარუმატებლობის დაძლევის მთავარი გასაღები არ არის.ისინი სრულად აანალიზებენ მომავალი „კლასიკოს“ მნიშვნელობას და კატალონიაში 3 ქულის მოპოვებით აპირებენ გულშემატკივრების გულის მოგებას: „საჭიროა სწორი აქცენტების გაკეთება და გონზე მოსვლა.ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი.“
როგორც ჩანს, „რეალის“ გასახდელში საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას საბრძოლო სულისკვეთება.მოთამაშეები არაფრის დათმობას არ აპირებენ: „დროა, ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“
MARCA
- 9 მარტი 2015
- 3 698
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.