მოდრიჩის გეგმა - 30, 60, 90

ანჩელოტის განცხადებით, ტრავმისაგან გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, ლუკა მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გაიხსენებს ბურთაობის გემოს.

როგორც აქამდე ბევრჯერ დაიწერა, ხორვატი ნახევარმცველის მიზანია, რომ 100 პროცენტიან მზადყოფნაში შეხვდეს 22 მარტს გამასართ „ელ კლასიკოს,“ რომელიც სატურნირო თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობის დაპირისპირება იქნება.

რასაკვირველია, „რეალის“ სამწვრთნელო შტაბს უკვე გაწერილი აქვს გეგმა ლუკასთან დაკავშირებით.სავარაუდოდ, მოდრიჩი „შალკესთან“ თამაშის დასრულებამდე 20-30 წუთით ადრე გამოვა მწვანე მინდორზე და ეტაპობრივად შეეგუება სათამაშო მოედანს.აქედან რამდენიმე დღეში, ლუკა პრიმერა დივიზიონშიც გამოჩნდება.კერძოდ, „ლევანტესთან“ საშინაო შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს ასპარეზობას და დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში დატკბება თამაშით.შემდეგ 1 კვირა აქტიურად ივარჯიშებს და მზად იქნება, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ 90 წუთი გაატაროს საქმეში.

იმედია, ნახევარმცველის „დაბრუნების“ სქემა წარმატებით განხორციელდება.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)