ბენზემა: „ბევრს ვფიქრობ „ოქროს ბურთზე““
სამეფო კლუბის თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, Bein Sport-თან ჩაწერა ინტერვიუ.
„ძალიან ბედნიერი ვიყავი „რეალში“ გადასვლით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტათი დავიკარგე ახალ ქალაქში.კლუბში ბევრი ვარსკვლავი დამხვდა.პირველივე დღეებიდან თავდაუზოგავად დავიწყე ვარჯიში.ოჯახთან ახლოს ვარ, რაც ძალიან მახარებს.ამასთანავე, ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანი ტრიალებს.“
„ვარსკვლავი ნამდვილად არ ვყოფილვარ, როდესაც მადრიდული გრანდის მაისური მოვირგე.21 ასაკში ჩემი ოხნება რეალობად იქცა.მაშინ მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი და სხვა არაფერზე.“
„ბუნებრივია, კლუბის შეცვლა რთულ პროცესებს უკავშირდება.თავდაპირველად, მეტად მიჭირდა ფიზიკური მუშაობა ვარჯიშებსა და მის შემდეგ, რამეთუ „ლიონში“ არ ვაკეთებთ ასეთ სავარჯიშოებს.საწყისი ეტაპი იოლი არ ყოფილა.“
„მე და მოურინიო ხშირად ვსაუბრობდით, აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცოდი რა უნდოდა ჩემგან და რას ფიქრობდა ჩემზე.პორტუგალიელი მოტივაციის მიზნით მაკრიტიკებდა პრესასთან.მისმა მიდგომად გაამართლა, როდესაც ინტერვიუ მოვისმინე, ერთი-ორად მოვუმატე გარჯას.“
„ადამიანები ბევრს საუბრობენ, თუმცა დარჩით 1 კვირა „ვალდებებასზე“ და ნახავთ რას ვაკეთებ.როგოც წესი, პირველი მოვდივარ ვარჯიშზე და ყველაზე ბოლოს ვასრულებ.შემდეგ სახლშიც არ ვზოგავ თავს, რაც კუნთების გამაგრებაში დიდად მეხმარება.რა თქმა უნდა, ეს გოლების გატანასთან არაფერ შუაშია, თუმცა ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.“
„ვფიქრობ, რომ გულშემატკივრები ცოტათი უსამართლოდ მაკრიტიკებენ, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე, ამასაც მივეჩვიე.სიმართლე გითხრათ, ასეთი ხმები ჩემი ოჯახის წევრებზე უფრო მოქმედებს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერენ.ისინი უყურებენ და კითხულობენ ყველაფერს.ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გაზეთის ფურცლებზე არ იწერება.ჟურნალისტები საკუთარ აზრს გამოთქვამენ.მათ კომპეტენტურობაში ეჭვი მეპარება, რამეთუ არასდროს უთამაშიათ ფეხბურთი.“
„რონალდუსთან დიდებული ურთიერთობა მაკავშირებს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც.რიგითი ფეხბურთელი რომ ვიყო, ის კამერების წინაშე არ იტყოდა, რომ საუკეთესო წინახაზელი ვარ.ასეთი სიტყვების მოსმენა ყველასგან არ მინდა, რამეთუ ვიცი ჩემი პოტენციალი და თავდაუზოგავად ვმუშაობ.მადრიდში მეექვსელი წელი გამოვდივარ.ფლორენტინოს შვილივით ვუყვარვარ და უწინარეს ყოვლისა, ეს ჩემი თამაშის დამსახურებაა.“
„„კლასიკო“ მსოფლიო დონის მატჩია, რომელშიც არა ერთხელ გამოვიჩინე თავი.ყველასათვის განსაკუთრებული დაპირისპირებაა.“
„„ოქროს ბურთი“ ჩემი მთავარი მიზანია.რა თქმა უნდა, ადრე არ ვოცნებობდი მასზე, რადგან შესაბამის დონეზე არ ვიდექი.“
„მნიშვნელოვანი გოლების გატანა, „ოქროს ბურთის“ მოგების საწინდარია.“
AS
- 9 მარტი 2015
- 3 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.