BBC - წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი
სამეფო კლუბის წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი, შეტევით ხაზში მოთამაშე ფეხბურთელების არა ეფექტური მოქმედებებია.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ საშობაო არდადეგების შემდეგ, ბეილის, ბენზემასა და რონალდუს ტრიომ მეტად მოუკლო შედეგიანი დარტყმების განხორციელებას.„ვალენსიასთან“ მატჩამდე, სამეული, 15 მატჩში 39 გოლს (რონალდუ 24, ბენზემა 8, ბეილი 7) მოითვლიდა, ხოლო 2015 წელს ჩატარებული 10 პაექრობიდან, მხოლოდ 13-ჯერ (რონალდუ 5, ბენზემა 5, ბეილის 3) დაამწუხრეს მეტოქე.პორტუგალიელის საშუალო მაჩვენებელი (ერთ მატჩში გატანილი გოლის) 1.5-დან 0.5-მდე დაეცა, ბეილის 0.4-დან 0.3-მდე, ხოლო ფრანგის შემთხვევაში არ შეცვლილა - 0.5
გუნდის შედეგიანობა: სეზონის პირველ ნაწილში (2014 წელს), „რეალის“ ფეხბურთელები საშუალოდ 15.2-ჯერ ურტყამდენ მეტოქის კარისკენ (3.6 გოლი ერთ მატჩში) და აქედან 57 პროცენტი კარში მიდიოდა.რაც შეეხება 2015 წლის მონაცემებს, დარტყმების რაოდენობა 12-მდე (1.8 გოლი ერთ მატჩში) შემცირდა.
ბეილი: უკანაკნელად, უელსელმა შემტევმა, 24 იანავრს, „კორდობას“ კარი აიღო (თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან).აღნიშნულის შემდეგ მადრიდელებმა 6 პაექრობა გამართეს პრიმერა დივიზიონში, მაგრამ ჯერჯერობით, გარეთი კვლავ უძლურია.საინტერესოა, რომ ახალ წლამდე საშუალოდ 1.9-ჯერ ურტყამდა მეტოქის კარისკენ, ხოლო ახლა, მხოლოდ 1 დარტყმით კმაყოფილდება.ამასთანავე, „ვილიარეალის,“ „ატლეტიკოს,“ „სევილიასა“ და „ელჩეს“ წინააღმდეგ, საერთოდ არ გაუნძრევია ფეხი.
რონალდუ: მესამე „ოქროს ბურთის“ მიღებით, კრიშტიანუს მდგომარეობა გაუარესდა.მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ასევე ვერ მოახერხა თავის გამოჩენა, 10 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი დააგროვა.აქედან, 4 თამაშის განმავლობაში, საერთოდ არ დაურტყამს კარისკენ, რაც მისთვის არადამახასიათებელია.
ბენზემა: მართალია, ფრანგის ციფრებში დიდი ცვლილებაბა არ შეინიშნება, თუმცა მისი მონაგარი მაინც მწირია ცენტ-ფორვარდის კვალობაზე.ბოლო 5 დაპირისპირებაში, კარიმმა 13 დარტყმა განახორციელა.
AS
- 9 მარტი 2015
- 3 719
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.