რობერტო პალომარი:"არ ვიცი რა სჭირს ბეილს"
რობერტო პალომარის განცხადებით, გარეთ ბეილს ფიზიკური პრობლემები ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მისთვის გაუგებარია რა სჭირს უელსელ მოთამაშეს...
"კროოსს გადაღლა ნამდვილად ეტყობა, სწორედ ამიტომ შეცვალა მთავარმა მწვრთნელმა გერმანელი ფეხბურთელი. უპრიანი იქნება თუ ტონი "შალკესთან" დაისვენებს, რადგან "რეალს" გასვლაზე სოლიდური გამარჯვება აქვს დაფიქსირებული და ბერნაბეუზე მშვიდად გავა."
"გარეთ ბეილის შემთხვევაში პრობლემის არსს ვერ ჩავწვდი. უელსელ ფეხბურთელს აშკარად აქვს პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ფიზიკური თვალსაზრისით გამოწვეული ხარვეზი."
"ვერ ვიგებ რა სჭირს გარეთს, ის ძალიან ინერტულია და მეტი პროდუქტიულობა მართებს."
- 8 მარტი 2015
- 2 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.