დი მატეო: "შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს"
"შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ დი მატეომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩზე ისაუბრა.
"ჩვენ შეგვიძლია სასურველი რეზულტატი დავაფიქსიროთ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ უმაღლესი კლასის გუნდს ვეთამაშებით. იმედი მაქვს "შალკე" თავის საუკეთესო მატჩს ჩაატარებს, ხოლო "რეალი" ისეთ დონეზე ვერ იასპარეზობს, როგორც ამას გასულ შეხვედრებში აკეთებდა."
"ჩემი გუნდი პოზიტიურად არის განწყობილი. მე მყავს უნიჭიერესი და უძლიერესი ფეხბურთელები, რომლებიც სანტიაგო ბერნაბეუზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვლენ და თავიან შესაძლებლობებს მთელს ევროპას დაანახებენ. წინა შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე 0-2 დავმარცხდით, ახლა კი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს."
As.com
- 7 მარტი 2015
- 2 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.