"რეალმა" შეთანხმებას მიაღწია?
მადრიდის "რეალის" ახალი სამიზნე - ლუჩიანო ვიეტო.
"ვილიარეალმა" სამეფო კლუბისგან 20 მილიონიანი შემოთავაზება მიიღო არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ. ამ წინადადებაზე "ყვითელი წყალქვეშა ნავი" არის თქმას არ აპირებს.
სეზონის დაწყებიდან დღემდე "ბლანკოსის" სკაუტები თვალყურს ადევნებენ ახალგაზრდა ტალანტს. დიდი ალბათობით მომდევნო წლიდან ვიეტო თეთრი მაისურით გამოვა მინდორზე და სამეფო კლუბის ღირსებას დაიცავს.
"ვილიარეალის" მოთამაშის მიმართ ინტერესი კიდევ რამდენიმე კლუბმა გამოხატა, თუმცა მათ ყველაზე ძაან "რეალის" შემოთავაზება მოეწონათ და გარიგების ჩაშლის ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავენ.
როგორც კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, "მერენგების" რიგებს დატოვებს ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, რომელიც ამჟამად მადრიდულ გრანგდში იჯარის წესით ირიცხება. მექსიკელი ფორვარდის ადგილს კი სწორედ ლუჩიანო ვიეტო დაიკავებს.
Marca.com
- 7 მარტი 2015
- 3 011
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.