"ბასკებთან" მატჩისთვის მზადება დასრულებულია
კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებმა სულ ცოტა ხნის წინ საფინალო ვარჯიში გამართეს. გუნდი "სან მამესზე" ვიზიტისთვის სრულ მზადყოფნაშია...
ფეხბურთელებმა 100%-იანი დატვირთვა მიიღეს. სერხიო რამოსი და ხამეს როდრიგესი კი კვლავაც აღდგენით პროცესს გადიან. ესპანელის დაბრუნება სულ მალე იგეგმება, კოლუმბიელი კი მარტის თვეში ვარჯიშსაც ვერ მოახერხებს.
გუნდი ორ ნაწილად გაიღო და ბურთთან ერთად სხვადასხვა სამუშაო შეასრულა.
ფეხბურთელები, რომლებიც წინა დღეებში დახურულ კარს მიღმა ირჯებოდნენ, სრული დატვირთვა მიიღეს დღევანდელ სესიაზე.
ვილიამ ვეკი მეკარეთა წვრთნით იყო დაკავებული.
- 6 მარტი 2015
- 1 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.