კროოსმა მოდრიჩის გარეშე მოიწყინა
გერმანელი ნახევარმცველი ყველაზე მეტად ელოდება ხორვატი თანაგუნდელის დაბრუნდებას.
სამეფო კლუბში გადაბარგების შემდეგ, კროოსს ახალი პოზიციის მორგება მოუხდა.აღსანიშნავია, რომ მან, თავიდანვე ბრწყინვალედ შეითვისა დამატებითი ფუნქციები და დიდებულ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა.ამაში კი, ლომის წვლილი მიუძღვის მოდრიჩს, რომელიც მოედნის შუახაზში მტკიცედ უმაგრებდა გვერდს ახალწვეულს და დიდ დახმარებას უწევდა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
უდავოა, რომ ლუკას 4 თვიანი უქმობის პირობებში, მსოფლიო ჩემპიონმა მეტად მოიწყინა.ამ პერიოდის განმავლობაში, „ბაიერნის“ ყოფილ ფეხბურთელს არა ერთი მოთამაშე შეუწყვილეს, თუმცა სეზონის დასაწყისში შემდგარ ტანდემს ვერცერთმა გაუწია კონკურენცია.
უკვე შორს არ არის ის დღე, როდესაც მოდრიჩი განაახლებს ბურთაობას და „რეალის“ ნახევარდაცვა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ავა.
MARCA
- 5 მარტი 2015
- 3 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.