Daily Express:"ინგლისელებს კონკურენციას ფრანგები გაუწევენ"
რაფაელ ვარანზე ნამდვილი ტაციაობაა გამოცხადებული. მადრიდის "რეალის" ფრანგი ფეხბურთელის შეძენა არაერთ გრანდს სურს, თუმცა ყველაზე მეტად მანჩესტერელები აქტიურობენ...
როგორც სჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახალგაზრდა ფრანგისთვის ძალიან "ცხელი" იქნება, რადგან არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ლუის ვან გაალს თითქოს კონკურენტი არ ჰყავს, რადგან რაფას დამატებაზე სერიოზულ პრეტენზიას არ აცხადებდნენ, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ვარანის სამშობლოში დაბრუნება "პსჟ"-ს სურს და საკმაოდ სარფიანი წინადადების შეთავაზებას აპირებს.
Daily Express-ის ცნობით "იუნაიტედი" ვარანის სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს ჩამოდის, პარიზელები კი ციფრს გაზრდიან და ფეხბურთელსაც უკეთეს სახელფასო განაკვეთს შესთავაზებენ. ამასთანავე ორივე კლუბი იძლევა იმის გარანტიას, რომ მადრიდელ მცველს რეგულარულად მიეცემ თამაშის საშუალება, რასაც "ბლანკოსში" მხოლოდ მაშინ ახერხებს, როდესაც სერხიო რამოსი ან პეპე ტრავმირებულნი არიან.
- 5 მარტი 2015
- 1 669
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.