პეპეს კონტრაქტის გახანგრძლივება დროის საკითხია
დაახლოებით 2 წლის უკან, პეპეს მომავალას „მან.სიტის“ უკავშირებდნენ, თუმცა დღესდღეობით, „რეალის“ დაცვითი ხაზი წარმოუდგენელია მის გარეშე.
ჯერ კიდევ განვლილ თვეში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აცხადებდნენ, რომ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შეთავაზებდნენ.როგორც იცით, ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშის მოქმედ ხელშეკრულებას, 2016 წლის ივნისში გასდის ყავლი.
Marca-ს ცნობით, სამეფო კლუბში მზად არიან, კიდევ ერთი სეზონით დატოვონ პეპე ესპანეთის დედაქალაქში და დიდი ალბათობით, სეზონის მიწურულს, მხარეები უკვე ოფიციალურად მოაწერენ ხელს ახალ შეთანხმებას.
MARCA
- 5 მარტი 2015
- 1 500
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.