რამოსი „შალკესთან“ ითამაშებს?
ლუკა მოდრიჩის მსგავსად, სერხიო რამოსიც ახლოს არის დაბრუნებასთან.
მიმდინარე კვირაში, ანდალუსიელმა მცველმა სატრენაჟორო დარბაზიდან სავარჯიშო მოედანზე გადაინაცვლა და ჯერჯერობით ინდივიდუალურად განაგრძობს მუშაობას.დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მნიშვნელოვანი გოლის გამტანი ფეხბურთელი, „ატლეტიკთან“ დაპირისპირების შემდეგს განაახლებს სრული დატვირთვით გარჯას (თანაგუნდელებთან ერთად).
მადრიდული გამოცემები ვარაუდობენ, რომ რამოსი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი თამაშის განაცხადში მოხვდება და ანჩელოტი სათამაშო წუთებსაც გამოუყოფს ცენტრალურ მცველს, რომელიც 4 თებერვლის შემდეგ ლაზარეთში იმყოფება.
ნიშანდობლივია, რომ თავდაპირველად, სერხიოს 6 კვირიანი უქმობა გამოუწერეს, თუმცა თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, მოთამაშე 2 კვირით ადრე დაბრუნდება და მეტიც, „ელ კლასიკოშიც“ მიიღებს მონაწილეობას.მისი მთავარი მიზანია, რომ სრულ მზადყოფნაში შეხვდეს 22 მარტის პაექრობას.
MARCA
- 5 მარტი 2015
- 2 360
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.