რონალდუმ უკანასკნელი 51 საჯარიმო გააცუდა

განვლილ უქმეებზე, კრიშტიანუს კარგი შანსი ჰქონდა, რომ საჯარიმოდან გატანილი გოლის გემო გაეხსენებინა, თუმცა ვერც ამჯერად გაისწორა მიზანი.

უკანასკნელად, პორტუგალიელმა გოლეადორმა, ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნის“ წინააღმდეგ განახორციელა შედეგიანი დარტყმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან, ხოლო მას შემდეგ კი, 51 არაზუსტი დარტყმით გამოიჩინა თავი.აქედან, 21 შემთხვევაში ცოცხალ კედელს გაარტყა ბურთი, 14-ჯერ ტრიბუნაზე გაუშვა, ხოლო 16-ჯერ მეკარემ ან ძელმა მოიგერია.

რაც შეეხება უშუალოდ პრიმერა დივიზიონს, მადეირელმა, 2014 წლის 29 აპრილს, „სევილიას“ კარი აიღო სტატიკური პოზიციიდან.

სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ რონალდუმ თანაგუნდელებსაც უნდა მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.სასიხარულოდ, შემადგენლობაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თავის გამოჩენა.მაგ: რამოსს, მოდრიჩს, ისკოს, კროოსს, ბეილსა და ხამესს.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)