ზიზუ:"ვიმედოვნებ, ჩემი შვილები მთავარი გუნდის ფორმას მოირგებენ"
ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და ყურადღება საკუთარ შვილებზე გაამახვილა...
"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი შვილების წარმატებით, ისინი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ირიცხებიან. ჩემ კვალდაკვალ გაიზრდნენ და ახლა პროფესიონალურ გზაზე დგანან. არ მსურს, რომ მათ ზიდანის შვილის სტატუსი ჰქონდეთ, საკუთარი კარიერა უნდა შექმნან და ხალხს ნოსტალგია არ გაუჩინონ."
"იმედი მაქვს, მოვა დრო, როდესაც ენცო "ბლანკოსის" ძირითადი გუნდის მაისურს მოირგებს, შემდეგ კი ამ ტრადიციას სხვებიც მიყვებიან. პერსპექტივა არსებობს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს."
"როდესაც ოჯახი დავტოვე 14 წლის ვიყავი, სხვაგვარად ფეხბურთის თამაშს ვერ გავაგრძლებდი. ბევრი რთული დღე მაქვს გავლილი, მშობლებთან განშორება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ისინი მხარში მედგნენ და ჩემი სჯეროდათ. მსურს, ჩემს შვილებს ანალოგიური დავანახო."
- 4 მარტი 2015
- 3 107
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.