„რეალმა“ დანილოსთან დაიწყო მოლაპარაკებები
როგორც ჩანს, ბრაზილიელი მცველი „რეალის“ პირველი ტრანსფერი გახდება მომავალ ზაფხულს.
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, „თეთრები“ უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს „პორტუს“ ფეხბურთელის წარმომადგენელთან.სავარაუდოდ, ფლორენტინო პერესი 30 მილიონ ევროს გადაიხდის მარჯვენა მცველში.
აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფასის მოსამატებლად, პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტი მოთამაშისათვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარით გაისტუმრა.ის 2012 წლიდან იცავს „ლურჯ-თეთრების“ ღირსებას.
დანილოს შესაძლებლობებით პრემიერ ლიგის ბინადრებიც არიან დაინტერესებულნი.
AS
- 4 მარტი 2015
- 1 754
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.